ძველი დუელი
ნაზო ოცნებავ, გეგებება მარტები უბრო, სჩანს, არ აპირებს დანებებას თეთრი ლანდები, მსურს , შუა ღამით, როგორც მუნჯი, კვლავ გესაუბრო, როს მარტოობით ისერება შუშაბანდები. დაგდევს დემონი, როგორც ცეცხლი, როგორც ალები, მეფისტოფელო, შენი ცოდვა მეშინაურა, როცა მიყურებს ნახოტბარი შენი თვალები, სევდა მახსენებს ბაბილონს და ნაცნობ აურას. როს უმოწყალოდ აირევა დროის შლეიფი და მეამიტად გააცილებს წარსულის ბოდვებს, ნუგეშს ვერ ახსნის დაჭედილი სულის სეიფი და ანაზდურად გამახსენებს რემბოს და ბოდლერს . ჩემო ღირსებავ, გაიხსენე ძველი დუელი, შენ არ მოგელის მეგობრობა დეკადენტების, და როცა სევდა გესარჩლება, შველას ნუ ელი, სულს მუდამ სჭარბობს სიახლოვე უცხო მხლებლების. ნაზო ოცნებავ , გეგებება მარტები უბრო, სჩანს, არ აპირებს დანებებას თეთრი ლანდები, მსურს, შუა ღამით, როგორც მუნჯი, კვლავ გესაუბრო, როს მარტოობით ისერება შუშაბანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი