თოვლი


უეცრად ღამით მოვიდა თოვლი
და შენ გეძინა ოთახში თბილად.
არა პირდაპირ, არამედ მოვლით
ყველაფრის ახსნას ცდილობდა დილა.

უეცარს ჰგავდა თოვლიც და დილაც,
ჩვენი პირველი შეხვედრის მსგავსად.
გარეთ კი ისევ გრილოდა...(გრილა).
გეძახე, თუმცა არ ჩანდი არსად...

თითქოს ეს თოვლიც რაღაცას ნიშნავს,
გადაბერილი, ქათქათა თოვლი...
და იფარება ტირიფი, ქვიშნა
სასოწარკვეთით, შიშით და თრთოლვით.

მე კი რამდენჯერ ვეცადე უკვე,
შენ კი გეძინა ოთახში ტკბილად.
არა პირდაპირ, არამედ მოვლით
ყველაფრის ახსნას ცდილობდა დილა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი