მერცხლები
ჩემში ისევ დაფრინავს დიდზე დიდი მერცხლები. შენ თუ ისევ არ გძინავს, ლექსად ჩაგევერცხლები. თითქოს ჩიტის გულია, თითქოს მზის და მთვარისი, ჩემში გაზაფხულია, შენში ყვავის მაისი. არა, არ შემეცვლები, დარზე დარო, დარისა. ჩემში დიდი მერცხლები გულმა გაითავისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი