ელეგია


ახლა სადღაც წვიმს, სადღაც ქარია,
შენამდე გზები შორია უფრო,
შენ ჩემთან ყოფნა არ გიხარია,
ჩემს ფიქრებს კიდევ რა ვესაუბრო?!

ო, ჩვენი გზები წყდება და ვიცი,
რომ ეს შეხვედრა უკვე ზარია,
მე სულ არ მინდა ეს შენი ფიცი,
ყველა ეს სიტყვა უმეცარია.

სადღაც ქრის ახლა ველურად ქარი,
ჩვენთან რომ იდგა დიდი ხნის წინათ.
მითხარ, წარბები რად შემიკარი?!
სთქვი, ასე ძლიერ რად მოგეწყინა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი