ოქტომბერი


და რაც იყო, კვლავ იქნება,
რაც არა და  აროდეს.
როგორ მინდა ოქტომბერი
შენით რომ მიხაროდეს...

მხრებზე მაზის ანგელოზი,
ჩვენი გრძნობის მფარველი.
რაც კი მოხდა, კვლავ მოხდება,
რაც არა და არ ველი.

გზები კვლავაც გაიხსნება,
ღმერთი გვწყალობს, გვწყალობდეს.
როგორ მინდა ოქტომბერი
შენით რომ მიხაროდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი