დამღუპველი - მხსნელი


მთვარის შუქი შემკრთალია,
ბაღში ხარობს ეკალი.
მე ვინც მომკლავს - ეს ქალია!
მე ვინც მიხსნის - ეს ქალი.

მარად დამდევს მისი თვალი,
თვალი - როგორც სინათლე.
მაშინ ძლიერ ვიყავ მთვრალი,
მისით რომ მოვინათლე.

ახლაც ისე დავდივარ და
ვესალმები მაისებს,
ჩემთვის დიდი დარდი ხარ და
მაინც ეს მახალისებს...

ასეთ სიტყვებს მაინც სჯობდა
მაშინვე მოგეკალი...
მე ვინც მიხსნის - ეს ქალია!
ვინც დამღუპავს -  ეს ქალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი