გამომდინარე იქიდან რომ ..


გამომდინარე იქიდან რომ ახლა არაფრის
არანაირი სურვილი მაქვს,  რასაც ხედავენ,
გახვეულ ბოლში,  რომელიღაც ძველი კანაფის
და ამ ამაზრზენ სახეების მიუხედავად
ვცდილობ ეჭვებით გამოვიცნო მტვრიან ქალაქის,
ჩემი წილი გზა ჯერ გაუთხრელ სასაფლაომდე,
როცა ლექსებს და პოეზიას ცალკე ვალაგებ
როგორც ზოდებს და უარგის ქვებს რადგან ამბობენ,
არანაირი პერსპექტივა  აღარ არსებობს,
გადარჩენის და ამ ყულფებსაც ვეღარ ვეშვები
და გაგიჟებაც მებრალება ჩემო ასე რომ,
დაიმახსოვრე ვინც მეტს ფიქრობს ცოტა ეშლება.
და ვინაიდან აქ წერტილი.  ღმერთს არ ვეხები
არც მაიმუნებს , ნიუტონს და გრავიტაციას,
და რომ სინდისით დამძიმებულ ჩამოყრილ მხრებზე
პალტო კი არა კვლავ იგივე ხორცი მაცვია.
და სულ ერთია ყველაფერი , ის რასაც ვამბობ,
ვწუხვარ ან დუმილს ცარიელი თვალებით ვავსებ,
და სულ ერთია დამიჯერე ანხი თუ ანგი,
დაქსეროსებულ შეცდომების  შენახულ ასლებს,
ვახვევ თუთუნში , ღამღამობით ვწვალობ , ვეწევი,
ვარსებობ,  ვუძლებ როგორ გითხრა ასეთ სიცოცხლის
ერთი პიტალო დედაც მოვტყან, როცა გეძლევა,
ორი ფეხი და ხის მატლივით ძლივსღა მიცოცავ,
მიწაზე. ოთხის რაღაცაა მტვრიან ქალაქის
ძველ სანაგვეებს მისახსოვრა ჩემმა შაირმა,
გამომდინარე იქიდან რომ ახლა არაფრის
არანაირი სურვილი მაქვს  არანაირად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი