მახსოვს თოვლი რომ მოვიდა ..
მახსოვს თოვლი რომ მოვიდა ჩიტს ვუგებდი კაკანათს, მერე უცებ ორღობიდან ქარმა დაიკაკაკანა. რომ ავხედე ნაღვლიანად ზეცას ნაკავადონევს, როცა გვერდით ჩამიარა ციცქნა საქალბატონემ. (ალბათ სულსაც მოვიძრობდი) ფეხქვეშ თუ დაიფენდა. და თვალებში ჰორიზონტი უცებ გადარძისფერდა. რომ ვერაფრით დავიჯერე -ნუთუ ასე დაქალდა? ვით ჯარისკაცს ტყვიის ჯერში მუხლიც ამიკანკალდა.. და თან ვერაფერი ვერ ვთქვი თოვდა, თუმც არ მციოდა, მზით დამწვარი ღრუბლის ფერფლი ფიფქად ჩამოდიოდა. აწითლებდა ყურს ზუზუნით ქარის სუსტი ფლეიტა, დამრჩა დარდი საგანძურად მისი ნაკვალევიდან.. დრო გავიდა მაგრამ ,,წიე“ სულის დარად მომყვება, უკარება თვალსაწიერს ქალი ვაშლებლოყება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი