წასვლის ალეგორია


ნახვამდის  ჩემო ოთხკვადრატნახევარო,
რწყილებიანო ლოგინო,
მშიერო თაგვებო და ტარაკნებო,
გაუმაძღარო კოღოებო,
სამფეხა სკამო,
პურის ნამცეცების გარეშე დარჩენილო ჭიანჭველებო,
გადაუხდელი ჯარიმებით სავსე მაგიდავ,
ხმაურიანო მეზობლებო,
„პატრიოტო“ ჯგუფელებო
და აუტანელო ლექტორებო.

ნახვამდის ჩემო პოეტო მეგობრებო,
ყელამდე ნეხვში ჩაძირულო სუიციდისტებო,
არაპოეტებო,
უიღბლოებო და იღბლიანებო.
ჩემო დიდმკერდა საყვარლებო,
ლამაზო შეყვარებულო
და რადიაციული ხორცის დიდო ნაგლეჯო_საზოგადოებავ...

და ამავდროულად მოგესალმებით დახეულო კეტებო,
გაცვეთილო ჯინსებო
და ჯინსის ჯიბეში დაბუდებულო პეპლებო.
ცარიელო საფულევ,
ბინძურო ჩანთავ,
გამოუყენებელო დიპლომო,
მკითხველდაკარგულო წიგნებო
და ფეკალიებით სავსე ჩემო ცხოვრებავ.

და თითქოს დროა შევეგუო ჰეროკრატიას,
ანდა თავი მოვიკლა როგორც პირველმა პრეზიდენტმა,
ჩავძაღლდე როგორც მეორე,
გავხვდე საძულველი როგორც მესამე
ან ვიყო არაფრის მაქნისი როგრც მეოთხე..

ან სულაც დავიჯერო რომ ყველაფერი „ღვთის ნებაა“,
და აჯანყების ნაცვლად ჩავახშო ჩემში  ლამაზი სურვილები,
ვწერო, ვიკითხო და შევეგუო უძრაობას:
„აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე“

მორჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი