La bohème.


გახსოვს?! ის თეთრყელა ჩაიდანი
ახლაც დგას და  ღრუბლებს აბოლებს,
რამდენმა წყალმა ჩაიარა,
რამდენჯერ ღიღინით La bohème.

კუდით ქვანასროლი რაინდი ვარ
უკან მომყვებიან დევები,
მარტოდ მომტირალებს წყაროსპირას
თავქუდმოგლეჯილი ვეცლები.

დამრჩა ზღვებს გადაღმა სიზმარეთი
მილიარდი ღამის იგავი,
ახლა ძილივით რომ დაგიზარე
გახსოვს?! ჩემი თავიც ვიყავი.


ახლა, შორს თეთრყელელა ჩაიდანი
დგას და ბღუჯა ღრუბლებს აბოლებს,
რმდენმა წყალმა ჩაიარა
რამდენმა წელმაც ჩაიარა,
რამდენჯერ ღიღინით La bohème.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი