ახლა მე გიშვებ ..
ახლა მე გიშვებ ! ვინაიდან იწყება თოვა ეშვება თეთრი თვითმკვლელების უხმო დესანტი, უბრალოდ გიშვებ... დამიჯერე არასდროს მოვალ და შენც ნურასდროს შეიფერებ რასაც გეძახდი. მათბობელ სიტყვებს. გარეთ ქარი ისევ ხმაურობს (და მთების მიღმა გულსაკლავად ჩვენთვის იწვიმებს.) როცა ბუნების დაუდგენელ აურზაურში მივეზიდები საკუთარი სულის სიმძიმეს. მაგრამ შორია გზა არსაით, არარაისკენ (გაგჭირდება ჩემს ქუჩებზე მარტო თუ ივლი) მაგრამ მე გიშვებ ! უშენობა უნდა გავრსკო ამოვიტანო სხეულიდან შენი სურვილი. ახლა მე გიშვებ სიცოცხლისგან განთავისუფლებ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი