salao


ქარს მივეხლები, ქარი სახრეა
აკანკალებულ ამ ძვალ-რბილების,
მაგრამ სიკვდილის თვალასახვევად
მეორედ ვეღარ ავყვავილდები.

სად გაქრნენ, ცა და ბეჩა! ის გზები
სად წამიყვანენ_მზე რომ ჩავიდა,
თუ ვერასოდეს ავგიზგიზდები
თითქმის ჩამქრალი ნაკვერჩხალიდან.

არც იმედი ჩანს, აღარც წლებია
შესახლებული ჩემში მდგურებად,
მე ყველაფერი დამვიწყებია
მოსვლა, წასვლა და არდაბრუნებაც.

ქვად ვიქეც, ესეც შენი ,,ხარება“
ვჭრი ჩემს სხეულზე მიეთ-მოეთებს,
და შენი ჭიის გასახარებლად
ათასში ერთხელ წავუპოეტებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი