აბსურდულია ყველა იმედი ..
აბსურდულია ყველა იმედი, ყველა იმედი აბსურდულია. როგორც ძილისპირს დახუჭულ თვალს რომ ოცნებები აუყეფდება, ჩამპალი და დამარხული სულის სიღრმეში უსუსურობით.. აბსურდულია ყველა კანონი რაც თავს გვიკრძალავს. -მოკალი ვინც გინდა! იმრუშე ვისთანაც გინდა! მოპარე ვისაც გინდა! მოატყუე ვინც გინდა! უღალატე მოღალატეებს! ჩამძახის ექო... დაე გესროლონ ქვები და ტალახი, რომ დაიბადო თავიდან როგორც დიდი და იშვიათი ადამიანი, -როგორც ღმერთი. რომელიც რა კარგია რომ არსებობს, როცა გშია და გწყურია, როცა გტკივა და გენატრება, როცა კვდები და გეშინია... როცა უყურებ გადაცემებს მდიდარ ღორებზე და გინდა რომ მათ დაემსგავსო. რა კარგია რომ არსებობს ასეთი გულქვა, და გჯერა მისი... გჯერა რომ მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირებს სწყალობს, მდიდრული აპარტამენტებით, საუკეთესო ნარკოტიკით, ქალებით და გარანტირებული სამოთხით... აბსურდულია ყველა იმედი, მე ვეღარ შევძლებ ვმმართო სამყარო, რომელსაც ვერ ვგრძნობ. შორს ოცნებებო! იჩქარეთ სხვასთან, არ შემიძლია ვიყო ბედნიერი შენი სიმყრალით... გასაღებივით მოვერგო იმ კარს, რომელიც უკვე რა ხანია ღიაა ჩემთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი