მე წავალ ჩემო ..
მე წავალ ჩემო, ცოტაც მაცალე მიმაქვს ჯვარცმული ჩემი ცხოვრება, გპირდები წავალ, თუ შენს ნაწნავებს ჩემი თითები ემახსოვრებათ. ნისლშია ახლა ძველი ვერანდა ლეწავენ ტოტებს ქართა შოლტები, მე წავალ, მაგრამ წაუსვლელადაც დღითიდღე გხედავ როგორ გშორდები. მე წავალ ჩემო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი