ემიგრანტის სევდა


მიჯობს ისევ კაცი მერქვას
მართალი და უბრალო,
ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,
მომიტევე უფალო!
ვერ გავყვები კაენის გზას,
ვკიცხავ ცრუს და უგვანოს,
სული სხეულს გაემიჯნა,
ისევ მამულს უგალობს.
ჰე, მამულო! რატომ მრიყავ?
ვეღარ გავძლებ უშენოდ!
ქაჯებს ისევ ნესტანი ჰყავთ,
რამე უნდა ვუშველოთ!
ისევ მიხმობს გლოვის ზარი,
ძმები ისევ მელიან.
ჰოი, სამღერ ხმაში ბზარი
რა დროს შემომერია!..
მჯეროდა და რა გზაც ვკვალე,
უიმედოდ ხუნდება.
გამითენე, ღმერთო, ხვალე,
ჩემი კვლავ დაბრუნება...
მიჯობს ისევ კაცი მერქვას,
მართალი და უბრალო.
ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,
მომიტევე, უფალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი