წყლულმოცული


როდესაც ჩნდება წყლული,
მისი მოშუშებაა რთული,
იმწამს ხდები უძლური,
თითქოს იყო უსაქმური,

არის ვერაგი ქმნილება,
იგი მხოლოდ რთულდება, 
უბადრუკი სიცოცხლე სრულდება,
ყველანაირი მომავალი იშლება,

თითქოს ცალკეული შემთხვევაა,
ამას ყველაა მიჩვეული,
სანამ თავად გეწვევა,
და უდანაშაულო ისჯება,

ბევრი ცხოვრობს ქალაქში,
მიდი-მოდის და მუშაობს,
ხმაურია სუყველა უბანში,
ყველა ცდილობს გაისარჯოს,

მარტივია ვითომ შრომა,
მასზე იოლია თრობა,
არ იცდის შობა,
და შეუჩერებელია გაძღომა,

თითქოს ხალისიანია ქეიფი,
გულს იცავს სეიფი,
მაგრამ ხრწნის დარდი,
მისდამი უძლურია ვარდი,

სუფრა გვერგება ოხრად,
კერძები ყველგანაა ბლომად,
უღირს ბევრს ცოდვად, 
ფულს ყრიან დაუფიქრებლად, 

სტუმრებს დახვდათ ღვინო,
მასპინძელია ძია ვანო,
ცოტა ყოფილა სარჩო,
მაგრამ ცხელია ხარჩო, 

სადღეგრძელომდე ცოტა უკლია,
ზოგს პირველად უცდია,
მის წარმოთქმაში გაწაფება,
სანატრებელი რამეა დაფასება,

არ აკლიათ პურ-მარილი,
მაგრამ შემოაკლდათ ბახილი,
დაჟანგულა ყველა მახვილი,
არსად ისმის შეძახილი,

საფრთხე რა დასაძრახია,
ლხინი ყოფილა უშველებელი,
ბედთან არიან შეგუებულნი,
დრო არ იცდიდა,

შეუძლოდ გახდა სტუმარი,
მარტოა იგი უთქვენოდ,
ხელი არავის გაუნძრევია,
მთავარია მწვადი ცხელია!

მანამ სანამ შეექცევიან,
კიდევ ორს გამოასვენებენ,
თუმცა ვინ იმჩნევს,
მადა ყველას აბრმავებს!

ამასობაში ერთიც შეწუხდა,
თითქოსდა მართლაც ჩიოდა,
სადაცაა მორთო კივილი,
არ დაუკლია წივილი, 

მაგრამ ჰოი საოცრებავ,
იხილე ჩვენო ქვეყანავ,
რა იყო სადარდებელი,
ვის ჰქონდა გამაყუჩებელი?

"ხაჭაპური სწრაფად გაცივდა,
ჩემი მადაც აორთქლდა,
რა მაჭმევს ცივს,
თითქოს ვებრძოდე ჩიყვს!

უპასუხისმგებლო ყოფილა მასპინძელი,
არ ყოფილა სტუმართმოყვარე,
თავად გავხდი მოსამსახურე,
ასე იქცევა დარბაისელი?!"

წარმოთქვა და წავიდა,
დასნეულებული არც გაახსენდა,
ვის ეცალა საბრალოსთვის,
მოვიდნენ მხოლოდ მუცლისთვის, 

აუტანელი გამხდარა ტკივილი,
უაზრობა ყოფილა ყვირილი, 
იქვე ყოფილა დუქანი,
ჰქონია საამური მერანი,

ყველამ იმას მიაშურა,
კაცი ბედს მიატოვა, 
თითქოს მოსულა სიკვდილი,
უკვე ალესილი ცელით,

აღარ ყოფილა საშველი,
ვინ იქნებოდა მაშველი,
სხვებისთვის არაფერია გასაოცარი, 
"გაუძელი როგორც მეომარი",

ტკბილ სიტყვებს ამბობენ,
იქნებ რამეს შვებოდნენ,
დახმარება ყველას ეთაკილება,
საქმეს სჭირდება მოწადინება,

სადაცაა ჩავარდა ლოგინად,
ექცა წუთისოფელი ჯოჯოხეთად,
ვინმე იქნებოდა დამტირებელი,
ტკბილი მოგონებების გამხსენებელი?

დრო არ იცდის,
მალე მოსულა ციებ-ცხელება,
საბრალოს მოელის წვალება, 
არ მოაკლდება წამება, 

მოვიდა როგორც იქნა,
მაშველიც უკვე მოსულა,
კარგად გაწაფულია ექიმბაში,
თან დაჰქონდა ქარქაში, 

"კარგ დროს მოგისწარი,
უხსოვარი დროიდან ასეა,
გულგრილობა ჩვენი წყევლაა,
უარესი ვიდრე ღორმუცელობა,

ავადმყოფობას კიდევ არაუჭირს,
მაგრამ დაუდევრობა მაკვირვებს,
რთულია ვითომ დახმარება,
რას გაკარგვინებს მიშველება?!

თან მაქვს წამალი,
მჟავე როგორც ტყემალი,
მაგრამ უბადლო მკურნალი,
ამიერიდან შენი მფარველი,

მიიღე დღეში ერთხელ,
ბევრი დაგილევია წუხელ,
დღეიდან წყალი დალიე,
ღვინო გვერდზე გადადე!"

მალევე ჩაალაგა ბარგი,
უმალვე გამართა ზურგი,
არ დარჩენია კალამი,
სიფრიფანა როგორც ლერწამი,

თითქოს დალაგდა ცხოვრება,
შეუწყდა მოთქმა-გოდება, 
დაუბრუნდა კაცს ღირსება,
და ჩამორთმეული წოდება!

წყლული არსად წასულა,
ვითომცდა მხოლოდ დაავადებაა,
გახლავთ ბევრად ვერაგი,
გაუჩერებელი და მსუნაგი, 

რა დააბარა მკურნალმა,
რამე ასწავლა წარსულმა?
ერთ ყურში შემოუშვა,
ხოლო მეორეთი გამოუშვა,

წყალი რა მოსატანია,
ღვინო ხომ დასანანია,
განცხრომაზე უარი რთულია,
თავშეკავება ძლიერთა ხვედრია!

"მხოლოდ ერთი ჭიქა, 
არ დამელევა სიქა,
არ მაწყენდა ქადა, 
ამოუწურავია სიცოცხლის ვადა,

ხომ არ ვიშიმშილებ,
თავს ტყუილად ვიტანჯავ,
წამლებში ფულს ვხარჯავ,
სუფრას ვერ მოვიკლებ!"

განაცხადა ამაყად განკურნებულმა,
გამარჯვების ელფერით მოტყუებულმა,
დაავიწყდა არადა მტერი,
დაუნდობელი როგორც მეწყერი,

გავიდა ერთი თვე,
არაფერს იმჩნევს პატივცემული,
სუფრა ეგონა მორჯულებული,
არადა თვითონაა მოთვინიერებული,

ერთ მშვენიერ დღეს,
ყველა ეფიცებოდა მზეს,
ვინმეს ახსოვდა მთვარე?
სინათლე ყოფილა მწარე, 

კვლავ გაშლილა მაგიდა,
სიტყვით გამოვიდა თამადა,
სუფრას დაუწესებია თამასა,
სახლი დაუმძიმებია გუმბათსა, 

"მოდით ყველამ შევსვათ,
სათითაოდ ფინჯანი ავავსოთ,
არავინ დაგვრჩეს ხელცარიელი,
ვითომცდა აქაურობაა უკაცრიელი, 

დაე გაგვიმარჯოს ყველას,
ძვირფასია ყოველი სიტყვა,
არ დაგვეწიოს სეტყვა,
რა გააჩერებს წყევლას, 

ჩვენს სუფრას ნატრულობს,
ბევრი მასზე ლოცულობს,
ლხინი იოლი როდია,
გასაჭირში ყველა თანასწორია!

გაიხარეთ კეთილო ხალხო,
როგორ დაგვაკლდა ვახო,
მისი სული განისვენებს, 
ზეციდან ამაყად შემოგვყურებს!"

და დაიწყო ნადიმი,
მაგიდას ჰქონდა განივი?!
თეფშებს იტევდა მაღლივი,
ბევრი ყოფილა ფეთხუმი, 

ისმოდა ჭიქების წკრიალი,
არ შეწყვეტილა გრიალი,
სტუმართა ცეკვა-ტრიალი,
და სანთელთა ბრიალი,

მალე მოსულა ღამე,
კარებს მოადგა სიცივე,
ჯერ გრძელდება ჟრიამული,
ხალისი უმალვე გაუჩინარდა, 

მიდიოდა საათობით ცეკვა,
მრისხანედ გრუხუნებდა ელვა,
სოროებში იმალებოდა საფრთხე,
უბადრუკებს ელოდათ მახე,

უცებ სულს ღაფავდა,
ახალბედა ნორჩი მანდილოსანი,
"ალბათ ბევრი ვიცეკვე,
ტანი ვერ დავასვენე,

ესე მანამდეც მომსვლია,
ტკივილმაც მერე გამიარა,
რა არის სადარდებელი,
ჩემი გონებაა მაცდუნებელი,"

როგორ მწარედ შემცდარა,
თანაც მალევე ინანა,
თუმცა უკვე გვიანია,
სიკვდილს მოცდენა ჩვევია?!

გაცვეთილი აღმოჩნდნენ მყესები,
ვერაგობისთვის უცხოა წესები,
გალურჯებულა ფაქიზი ტუჩები,
კრუნჩხვებში ჩავარდნენ ხელები,

უსულოდაა ვინც შეესწრო,
ნეტავ მკურნალს მოესწრო,
მაგრამ გიშველის აქიმი,
როდესაც გჯობნის აქლემი?

არ შეწყვეტილა გნიასი,
რომელი იქნებოდა ვარგისი,
სადღეგრძელოს შესმის გარდა,
სიმართლეს აეხადა ფარდა, 

თითქმის არავინ გატოკებულა,
მომხდარით არავინ შეწუხებულა, 
ლობიო არ გაციებულა,
დანარჩენი წყალსაც წაუღია!

უდარდელად გაისვარეს ხელი,
თავად მოიმარჯვეს ცელი,
სიკვდილს მიართვეს მსხვერპლი,
თვითონ გაუმზადეს ეტლი,

მთავარია შაქრის სიუხვე,
ვის გახსენებია საუნჯე, 
ალბათ ბევრია მორწმუნე,
ესეც სიცრუეა მერწმუნე,

მოედინება უხვად ალადასტური,
ქაბაბს ამშვენებს კოწახური,
მათი დუმილია დასტური,
ასეთი გულგრილობაა მაცდური,

არავის ახსოვს წარსული,
ბევრი დროა გასული,
განცხრომა იყო მოსული,
ჭირი ყოფილა წასული,

შესაშურია უდარდელი ფიქრი,
მათი მსოფლმხედველობაა მწირი,
ვინ იქნებოდა ჭკუათმყოფელი, 
ჯერ მოწყალეა წუთისოფელი,

გამოასვენეს უკვე მიცვალებული, 
ბოლო წამებში დაუძლურებული,
სიკვდილთან პირისპირ მიტოვებული,
განგების ამარად დატოვებული,

"რა გჭირთ ჯამაათნო,
უბედური შემთხვევა მოხდა,
ასე ყოველთვის ხდება,
განგებასთან მარჩიელობა უაზრობაა, 

იყო გოგონა სათნო,
მაგრამ ავადმყოფობამ ავნო, 
ბევრს ნუ გავაგრძელებთ,
გონებას ნუ დავიმძიმებთ!"

"ეს არის სიმართლე!
ბედი წყვეტდა ყოველთვის,
ყველაფერი ხელისგულზე დევს,
მოცემულობას ვერაფერი შეცვლის,

გოგონას უკვდავსაყოფად შევსვათ,
ოჯახს პატივი მივაგოთ,
გასაჭირში შვება ვუბოძოთ,
იმქვეყნიური ცხოვრება გავუიოლოთ!

საჭირო არაა ქელეხი,
არავინაა აქ გლეხი,
თავისთვის დაიტირებს ოჯახი,
მერე დასჭექავს კონდახი!"

ასეთი სიბრძნე წარმოთქვეს,
სულიც უცებ მოითქვეს,
რაღა ყოფილა სადარდებელი,
სიბრიყვეა მათი დამასრულებელი,

არ დაილიოს საჭმელი,
იყოს მუქთახორა მაძღარი,
არადა ჩასაფრებულია ავდარი, 
საფრთხეს მალავს სურნელი, 

ნეტაი როდის დასრულდება,
ამათი უსასრულო ნეტარება,
ზოგი ნარჩენებით იკვებება,
ასეთს ძვალიც ემეტება, 

თითქოს უთავბოლოა იდილია, 
სუფრის ხილია დაულპობელი,
ტკბილი და მომხიბვლელი,
უბადრუკებს უღალატათ თვალებმა, 

ძლივს სუნთქავს მოხუცი,
დაბარბაცებს როგორც კვიცი, 
წუთებს ითვლის საბრალო,
სიკვდილი მართლაცაა უბადლო,

ისევ არავინ ამდგარა,
სხვის ტანჯვას შეხედეს,
და ჭამა-სმა განაგრძეს,
თითქოს არაფერი მომხდარა,

ბერიკაცი მიწაზე ფორთხავს, 
აზრი აქვს ბრძოლას,
როდესაც დევს ამარცხებს,
უხილავი და დაუნდობელი?

ბოლო ჟამი ახლოვდებოდა,
იგი კარგად ხვდებოდა,
დასასრული მალე დადგებოდა,
სიცოცხლე სიმწრით დაილეოდა,
 
"როგორი ბრიყვები ყოფილხართ,
სიბრალული არავის შეგრჩათ,
არავის გყოლიათ მოძღვარი, 
გეცოდინებოდათ ყველაფრის ზღვარი,

აი თუნდაც შენ,
ჩემზე ბევრად ახალბედა,
სათნო შესახედაობის ახალგაზრდა, 
განძრევით სხვას ავნებ? 

მაგრამ ნურას უკაცრავად, 
მთავარია შამფური დაიტაცო,
სხვამ არ მოიპაროს,
თუნდაც სხვა იღუპებოდეს,
 
როდის გამოვიდა ასე,
ნუ დამაწერინეთ ესე,
მაგრამ არავის უსწავლებია,
არავის ჩაგიბარებიათ გამოცდა,

ცხოვრება მარტო სუფრაა?
იგი ასევე შრომაა,
თქვენ პირიქით გინდათ,
წამოწოლილებს რამე განაღვლებთ?"

ბოლო ღონე მოიკრიბა,
წარმოთქვა მქუხარედ სიტყვები,
შემდგომ უმალვე მიიცვალა,
ყველას აჩრდილია წყევლა,

მაგრამ ერჩივნათ დადუმება,
ვითომცდა ეგრე ჯობია,
არადა სინდისი ქეჯნიდა,
გული კარგახანია დამჭკნარა,

"ბორძიკობდა საბრალო მოხუცი, 
აშკარად ყოფილა ბეცი,
მეტი მართლაც არვიცი, 
სხვებს აბრალებდა უვიცი!

აქ ვსხედვართ ყველანი,
ვინახულეთ კარგახნის უნახავნი, 
არ ვდარდობთ მუცელზე,
არამედ ვიხარჯებით ზრუნვაზე, 

კაცმა რა იკადრა,
თითქოსდა შესძახა მუქარა,
ამგვყარა ყველას ღირსება,
წყევლა უკან ბრუნდება!

თავის თავს დააბრალოს,
ჩვენ ნურავინ გამოგვესარჩლოს,
ზოგჯერ სატყუარაა თავაზიანობა,
ამას იწვევს უცოდინრობა!

თქვენ არაფერი დაგიშავებიათ,
ამაზე შეგიძლიათ დამერწმუნოთ, 
კაცურ სიტყვას ვიძლევი,
ვერასდროს გამტეხავს ნიძლავი!"

თქვა მთავარმა ყოჩმა,
გაგრძელდა დაუსრულებელი ძღომა,
ვინმეს შერჩენია ზრდილობა,
თუ გამეფდა უტიფრობა?

იხრჩობოდა მოვლილი სახლი,
მას სითბო ტოვებდა, 
იგი გახდა საღორე,
მთავარია დაუშრეტელია საფულე,

საათობით გაწელილა ღამე,
დადუმებულა დიადი მდინარე,
გაშეშებულა ყოველი მცენარე,
უბედურება ახლოვდებოდა უმალვე,
 
მომავალი ვის ადარდებდა,
მთავარია ხორცია წვნიანი,
ხაჭაპური დარჩენილია მთლიანი,
წარსულიც არავის გახსენებია!

მანამდე სუფევდა ლხინი,
ახლა გვეწვია ჭირი,
ჯიუტები როგორც ვირი,
როგორ დაგვაკლდა აკვანი!

ერთი მეორის მიყოლებით,
რიგ-რიგობით და რიხინ-რიხინით,
ყველას გადაედო ჭლექი,
წამოვიდა უხვად ნალექი,

ვინ იქნებოდა მკურნალი,
ასეთი ვინმე გვეგულებოდა?
და რასაკვირველია არავინ,
ამჯობინეს გაევსოთ კუჭი,

ფუფუნება ყოფილა ფუჭი,
ლოცვა გამხდარა ამაო, 
ვეღარ გვიშველის ალაო,
ლუდი გამხდარა ხალაფუჭი,

ბევრს დააკლდა ჭკუა,
არამედ გახნდნენ ფაფაძუა, 
მადით ყველანი სავსე, 
მაგრამ სიბრიყვით აღსავსე,

"ღმერთმა ყველანი დაგვწყევლა,
ჯოჯოხეთში ადგილი მიგვიჩინა,
ასე უპატრონოდ დაგვტოვა" 
გაჰკიოდნენ ასე სასოწარკვეთილები,

ხშირად გაუცდენიათ გაკვეთილები,
თორემ ეცოდინებოდათ მთავარი,
ღმერთი არაა მაშველი,
არ გიშველის სადღეგრძელოები,

ზოგჯერ ხელია გასანძრევი,
გონებაა უმალ მოსახმობი,
მაგრამ რა დასაძრახია,
ეს ვინმეს სცოდნია?!

თითქმის არავინაა დარჩენილი,
ერთი-ორი თუა გადარჩენილი,
გოდება-ქვითინში უცებ ჩავარდნილი,
მარცხის გრძნობას შეზიარებული, 

იმტრევა გარშემო ავეჯი,
ანგრევენ მათ გაცოფებულნი,
უცებ გამხდარან უსუსურნი,
დაეტყოთ უკლებლივ ბეჯი,

გამოეცალათ საწყლებს ბურჯი,
ოქროს შერჩენოდა სინჯი,
მაგრამ არავინაა დინჯი,
ყველა გახდა მუნჯი,

საგონებელშია ჩვენი ყოჩი,
ყოველი სიტყვა ეკუთვნოდა,
ახლა არაფერი შერჩენია,
აღარც სათუთი ყანწი,

რაღა დარჩა სანუკვარი,
რამე უხსოვარი დროიდან,
რაც შემორჩა ოჯახებიდან,
ძვირფასი და უწყინარი?

წუთი-წუთზე ყოველი იხოცებოდა,
როგორც დასაკლავი ქათამი,
ამჟავებულა მწიფე ატამი,
საპირისპიროს არავინ ირწმუნებოდა,

სასოწარკვეთა - ბოროტების ბუკეტი,
ბრიყვთა მსგავსად ჯიუტი,
მათი ერთგული თავშესაფარი,
მაგრამ ნდობაში გამოუსადეგარი,

ადგა - მოიმარჯვა ფიალა,
გაიხსენა ბებო ციალა,
კარგახნის წინ გარდაცვლილა,
შინ არასდროს მობრუნებულა,

"ვინც კვლავ დარჩით,
იცოდეთ საერთოა გასაჭირი,
ერთად დავეცემით ამაყად,
მიტოვებული ზოგიერთის თამადობით,
 
მე მახსენდება ციალა, 
პატარაობაში საკმაოდ მტირალა,
შემდგომ მალევე დაბერებულა,
სოფელში არასდროს დაბრუნებულა,

არ იყო ჭორიკანა,
ისევე როგორც მეტიჩარა, 
საკადრისი პასუხი გავეცით,
მოხუცი ანათემას გადავეცით!

დაიმსახურა მაგ უბედურმა,
ჩაგვიშხამა სათუთი ბედნიერება,
ახლა სიბნელემ დაისადგურა, 
ყველას ჭლექმა გადაგვიარა,

ღმერთი არ მიგვატოვებს,
ჩვენ ვლოცულობდით მისთვის,
შევსვათ ჭიქა სამებისთვის,
და ყოველი მორწმუნისთვის!"

ძლივს წარმოთქვა ყოჩმა,
დააყოლა ღვინო ჩაძმარებული,
უკვე გვიან გაახსენდა,
ექიმის ძველი დაბარებული,
 
ბევრი არ დაულევია,
დაუცლია მთელი დოქი,
სახე გამხდარა მუქი,
ტანი მთლად გაშავებულა!

შეეყარა უკვე ჭლექი,
მკურნალობა უკვე დაგვიანებულია,
"ჩემამდე მოვა მღვდელი,
სანამ სიკვდილს ველი?"

ამას ფიქრობდა საბრალო,
აღარ უშველის სუნამო,
სული ძლივს უდგას,
სკამზე ვეღარც გაჩერებულა,

და დაენარცხა მიწაზე,
თვალები შესცქეროდნენ ჭერს,
თითქოს ელოდნენ მტერს,
ის ჩუმად მოსულა,

ძვლებმა დაიწყეს რღვევა,
მოჰყვა საშინელი ხველა,
მონაგონი იყო კრუნჩხვები,
სანატრი გახდა მონაზონი,

ბრძოლა ხანმოკლე გამოდგა,
ჭლექმა მორიგი იმსხვერპლა,
თუნდაც ადრე ომახიანი,
და გვარად დევდარიანი,

წყლული არ დარდობდნენ,
არ ყოფილა ჭლექი,
არ დაუწყია ბაქი-ბუქი,
ასეთებს როდის დაინდობდნენ?

წყლულია შეუჩერებელი სიხარბე,
იგი გამხდარა გზამკვლევი,
შემდგომ გზის ამრევი,
და ცხოვრების დამანგრეველი,

ასეთია უბადრუკთა ბედი,
გქონდეს რიდი წუთისოფელთან,
ჭკვიანებს ელით სასუფეველი,
ყოჩმა ამჯობინა ქვესკნელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი