ზამთარი, აწ უკვე დამდგარი


როგორ გვაკლია სითბო, გველის მაისი,
მუდამ ტრიალებს სიცივე, არსად გვეგულება სითბო,
გაფერკმრთალდა ყოველი გამვლელი, დაეტყოთ რა სილურჯე,
ჰაერი აივსო სუსხით, აღარ ყოფილა ნოტიო, 

ბევრს შერჩენია იმედი, სადაცაა მოსულა ავდარი,
როდის შეწყვეტილა ფუსფუსი, გუგუნებს მუდამ ბაზარი,
მაგრამ რას მოიტანს ზამთარი, ვის ხელშია ჩვენი ბედი,
ჯერ ხომ გვემალება, ჩასაფრებულა როგორც მტერი,

მუდამ ისმის კისკისი, ასეთია თბილისს ქალაქი,
ჩიტებიც არ გაჩერებულან, არ შემოაკლდეთ საკენკი,
მოხუცი მიეშურა სახლს, არ დარჩეს ძველი ქურთუკი,
როდინდელი დროის გაცვეთილი, მაგრამ გამძლე და ფაფუქი,

ისმის ბალღების ჟრიამული, ყველას ხომ უნდა გუნდაობა,
არ ჩერდება მეტროპოლიტენი, ასეთია მოძრაობა, 
ვერავინ იქნება გაშეშებული, არ იცდის მუშაობა,
მაგრამ ყველას ენატრება სახლი, იქ ელით ნანატრი სანახაობა!

წიკწიკებს საათი, მოედინება სოფლის ნობათი,
მყარად დგანან დახლები, არადა ზანზარებს გუმბათი,
სევდამ მოიცვა მთაწმინდა, უდარდელად დგას ფიჭვნარი,
გამხმარა სათუთი ქონდარი, ბოლომდე ხმამდე ისმის სერენადა,

ყველას უხარია თოვლის მოსვლა, მაგრამ ავიწყდებათ სუსხი,
არადა მალე ილევა შეშა, აღარ დარჩენილა მორი გრძელი და რუხი, 
ნაკერჩხალიღა დარჩენილა, სულს ღაფავს ღუმელი,
სიცივემ სწრაფად დაისადგურა, გამქრალა ყოველი სურნელი,

ქალაქს დაეპატრონა ყინვა, ისევე როგორც მოუშორებელი მწერი,
დამდგარა უცებ უიმედობა, როგორ აკლდათ ყინულმჭრელი,
კაცს სანატრი გაუხდა სეტყვა, ზოგჯერ სასტიკია ქორონიკონი,
უწყინარი იყო წვიმა, სუსხი კი მიიწევს წინ როგორც შუბოსანი,

ღიმილიც მალე გამქრალა, ყველას დაეტყო მოწყენილი სახეები,
ნელა შემოგვეპარა სიჩუმე, და მალე გამეფებულა დუმილი,
ქალაქი ხალხს ვეღარ იტევდა, ახლა კი უფრო ხმაურიანია სასაფლაო,
უბანი გამხდარა გატრუნული, ისე როგორც სასაკლაო,

ნეტაი რა იფიქრა ყოვლისშემძლემ, გამოწვრთნის ყველას გასაჭირში?
არ შეიძლება დიდხანს ლხინი, რადგან უცებ გზად გხვდება ჭირი,
კარები ყველამ ჩარაზა, სიცივე ყოველთვის ახრჩობს, 
ჯერ მუდამ უწყინარია, ისე თითქოს გათრობს, 

არ მოიკლოთ გამძლეობა, მუდამ გვაკლდა მხნეობა,
ვინ იტყვის უარს ფუფუნებაზე, მარტივი გასაწირია ზნეობა,
ზამთარი მარტო ხორცს არ ყინავს, იგი სულსაც უტევს, 
ავდარი მუდამ ყოფილა ასეთი, გამოცდა კი ყველას უწევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი