**


თითქმის შორეული აჩრდილი,
ელოდება კაიხანი ზამთარი,
მანამდე გახლდათ მორჩილი,
ამჟამად გველოდა ავდარი, 

მდინარე მიქროდა სწრაფად,
ბაღნარს მოუსწრო სიმწიფემ, 
რიხინით მორბოდა ღრუბელი,
მოიტანა შორეული სურნელი,

მნათობი დააკლდა ნატანჯს,
მარყუჟს გრძნობს მდგმური,
ძვლებში ჩაატანს სიხარბე,
ვერავინ დარჩება ერთგული,

ასავალი ტანჯავს საწყალს,
აღმართი როდისაა უკეთესი,
ცხოველი გახლდათ მორჩილი,
ბრძენმა მოხუცმა გვამცნო:

ვერავინ გახდება უკვდავი,
წარსული გახლდათ უცვლელი,
მაგრამც დაისაჯა აჩრდილი,
თუმცაღა ბრიყვია უცვლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი