საზღვრის ამარად


როგორ შორს ყოფილა საზღვარი,
იქვე არ ჩერდებოდა ნიაღვარი, 
თითქოს თავს დამატყდა ავდარი,
არადა მაკლდა რა აბჯარი, 

ხასხასა მწვანე ყოფილა ნიადაგი,
თითქოს დაიგროვა რა დანაზოგი,
მე რამდენჯერ მომიწევს ბოგინი,
როგორი ტანჯვა ყოფილა ლოდინი!

ზოგს თავსე ეცემა ჭერი, 
შემდეგი ვისი იქნება ჯერი,
არ გაჩერებულა არადროს მტერი,
შუშასავით კი იმსხვრევა ერი,

მანამდე გამწყდარა რჩეული ჯიში,
არ წყდებოდა რა ვიშვიში,
რაღაცას მუდამ აკლდა ტაში,
ისევე როგორც ტკბილი კომში,

მანდვე ყოფილა მხარე განაპირა,
მივდიოდი აქეთ-იქით წარამარა,
და ბედმა ბევრჯერ მიჰქარა, 
თითქოს უდროო დროს დამშორდა, 

და სად იწყება ზღვარი? 
იქ სადაც მიედინება მტკვარი?
ნეტაი არის თუარა შორი,
ალბათ მანდვე არის გორი, 

როგორი ძვირფასი ყოფილა წყალი,
მისი გულისთვის უკისრიათ ვალი,
როგორი სათუთია ერთი ცალი,
ძვირფასი - ვიდრე ცხენის ნალი!

ერთ დაბაში იმართება ხორუმი,
ახლოსვე მალე შეკრებილა ფორუმი,
ვინ უნდა ყოფილიყო მანდ ჩუმი,
ნეტავ ვის გაახსენდება შოურუმი?

შორეული გზა ყოფილა ხრიოკი,
ისმოდა ტანის მალული წიოკი,
როგორ გაივლიდა ამას ტანკი,
ნეტავ რით გადავიხადე ხარკი?

არ ჩერდებოდა რა ზუზუნი,
და იგრძნობოდა სულის ზლუქუნი,
გაუჩერებელი რამ ყოფილა წუწუნი,
ერთხელაც არ შემწყდარა გუგუნი!

გარშემო მაკრავს გრძელი ამპულა,
სქელი როგორც ძველი კაფსულა,
გზის ბოლო თითქოს მოსულა,
და წუთებში ეგრევე წასულა, 

თითქოს უკან მომსდევს მარცხი,
მზად ჰქონია ჩემთვის სამარხი, 
ისეთივე უთავბოლო როგორც ფარეხი,
სადაც განისვენებს უთვალავი ჩონჩხი,

ცის კუთხიდან ჩანს ნაპირი,
მგლების ხროვას გამოექცა ნახირი,
იქვე არის ცივ-გომბორი,
მაგრამ არ არის კოდორი, 

უკვე აღარ ჩანს ტაბახმელა,
მანამდე ხომ დავტოვე ფონიჭალა,
არადა იქვე არის სართიჭალა, 
და ყველას მივიწყებული ავჭალა, 

ბევრ ტკივილს იტანს ზურგი,
აღარ არის ახალბედა ნერგი,
ვიწრო ყოფილა მისი დარგი,
და უსაშველოდ დიდია ბარგი!

თითქოს მსურს მოვიკლა თავი,
როგორი სწრაფი იქნებოდა ნავი,
მარცხთან არ დავდო ზავი,
არ გამყვეს სამარცხვინო ამბავი, 

ბედმა ბევრჯერ მომახვია შარი,
როგორ მაკლია ერთგული ჯარი,
თითქოს იკეტება ყველა კარი,
აღარ შემრჩა მტკიცე ტარი, 

მუდამ უნდა ვიყო ფხიზელი,
მაგრამ მუდამ ცარიელია მუცელი,
არადა არავინ მყავს მზრუნველი,
გარშემო კი ყველგანაა მტანჯველი, 

აზრი უნდა იყოს საღი,
ახალი როგროც კოპწია ბაღი,
ფიქრებით აივსო ჩემი თაღი,
კისერზე მადევს როგორც დაღი, 

ყოველი აზრი ყოფილა ბასრი,
აივსო უცებ დიდი კასრი,
ვყოფილვარ რა ბედნიერების ღირსი,
მარცხი მუდამ ყოფილა თარსი, 

სულს ღაფავს ჩემი ღვიძლი,
თითქოს ჩანასახშივე კვდება თესლი,
ახლოს ყოფილა ერთი ბოსელი,
მაგრამ მანდვეა აღმართული კედელი, 

მე ვერ მიგრძვნია შვება,
არადა ტყეშია ჩაფლული დაბა,
მომიწევს მუდამ მინდორში თიბვა,
და ტანის მუდმივი ტანჯვა, 

არადა ზოგან გრძეკდება ლხინი,
მუდამ მწიფდება რა მტევანი,
არ აქერცვლია ზოგიერთს კანი,
მუდამ ბარაქიანი ყოფილა ვანი, 

ვახმე როგორი მოუშორებელია ჭირი,
ისეთივე ჯიუტი როგორც ვირი!
არ შემარჩინა ერთი აგური,
ჩამიხშო ჩემი საამური ჩონგური!

ახალ წელს როგორ ველი,
ნეტავ როდის გაიხარებს სელი,
როდის მომიშუშდება ნაწვალი წელი,
ოჰ - სიახლევ როგორ გელი!

იქვე მოჩანს მზის ფანტელი,
სინათლემ შვა კაშკაშა სარტყელი,
გულში მუდამ ელავს ნათელი,
მაგრამ ბნელეთია მისი მმუსვრელი,

თითქოს წინ მელის მესაზღვრე,
ჩემი ბედით მორიგი მოვაჭრე,
დგას მყარად როგორც მეკარე,
თვალიდან არ გამოეპარება არემარე, 

ბედი მართლაც ყოფილა ორპირი,
მანდვე გაშენებულ ყოფილა ქონდარი,
სადაც არის მოვლილი ბაღნარი,
მიყურებს ზემოდან როგორც მაიორი,

არ ვარ საზღვრამდე მიღწეული,
თითქოს არ ვიყო ღირსეული,
რამდენი ხანია ვარ სნეული,
ცხოვრება მუდამ ყოფილა წყეული, 

ჯერ კიდევ შემრჩა თამასა,
არავინა ყოფილა ჩემი თამადა,
ყოველი დღე იყო პაპანაქება,
მაგრამ მეღირსება მე ხარება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი