მძინარე მდინარე


მოედინება ერთი მდინარე,
თითქოს არის მძინარე, 
მანდვე ხარობს მცენარე, 
შორი ახლოს მდებარე, 

ზოგჯერ ეწვევა სეტყვა,
არ წარმოუთქვამს სიტყვა, 
ხდება კალაპოტის ძერწვა, 
და ღრუბელთა ცეკვა, 

საით მიექანება ნაკადი?
სად მთავრდება კასკადი?
რას მალავს დუმილი,
თან დაჰყვება წუხილი,

ერთვის რა ნაკადული,
პატარა და უსახელო,
თითქოს არის უპატრონო,
იყო მუდამ გაჩუმებული,

ნეტავ რამდენია მასეთი,
დიდი თუ უთავბოლო,
მცირე ან უსასრულო, 
იქვე მოჩანს ოზურგეთი,

გადაიკვეთა ახლახანს გურია,
სულს ხალისი სწყურია,
მდინარე არ გაჩერებულა,
ზღვასთან შერთვას ნატრობდა!

იქვე ყოფილა ტბა,
უშველებელი როგორც ყბა, 
გარშემო ისმის ფუსფუსი,
არასდროს ყოფილა ჩურჩული,

ტბას ჰქვია პალიასტომი,
იქვე ხარობს ღომი, 
მეგრელთა სუფრის რჩეული,
ქვეყნის კერძთა უკვდავყოფილი!

მანდვე ყოფილა სიმინდი,
არ თავდება სახნავი,
გვაკლია მხოლოდ მთესველი,
არადა საუცხოოა სადილი!

არ ყოფილა საშველი,
ბუნების რისხვა-განგების,
ერთ დღესაც გააცამტვერებს,
აღარც შეგრჩება სურვილი! 

დაჰყურებს ხედს კავკასიონი,
მაღალი ვითარც სიონი,
რამდენს იტევს ხევი,
დგას ურჩად ურყევი, 

საოცარი ყოფილა წილხვედრი,
აქვს შესაშური ელფერი,
ანკარა და ზღვისფერი,
ბუჩქნარში ბინადრობს მწყერი, 

ზოგჯერ მოექანება მეწყერი,
ვითარც ვერაგი მტერი,
არის ამბავი ძველი,
ისევე როგორც რთველი, 

მხარეს აზანზარებს ღვარცოფი,
ყოველ ბედთა გამყოფი,
სხვადასხვა დროის დამყოფი,
მრისხანე როგორც ცოფი, 

არ ჩერდება ურემი,
ისევე როგორც მორევი,
შორს ყოფილა შოვი, 
მანამდე ყოფილა ლეჩხუმი,

საამურია ბუნების სუნამო,
სიცხეს ამარცხებს მარაო,
დაგროვდა უთვალავი სულგუნი,
არ გამოილევა დუქანი, 

ზოგი ყოფილა მსუნაგი,
მოივერაგეს იქაური ბუნაგი,
ტყეს აკლდა ბადრაგი,
და ერთგული გუშაგი, 

მათ დაატყდათ სეტყვა,
ზეციდან მოგზავნილი რისხვა,
არ დააფასეს ერთგულება,
და აირჩიეს ბოროტება, 

ტყე არის ფილტვი,
ძვირფასია ყოველი ფესვი,
არასდროს გაიცემა საშვი,
კენწეროდან დარაჯობს შაშვი, 

ხეებს ცვივათ ფოთოლი,
შორს ყოფილა სოფელი,
ეტყობათ რა წუხილი,
როგორი იდუმალია დუმილი, 

ყოველდღე იდგმება ნაბიჯი,
რათქმაუნდა ყოველთვის დინჯი,
ბრაკონიერი ყოფილა მახინჯი,
შემზარავი როგორც ალქაჯი, 

მდინარე გახდა სხარტი,
თითქოს ეწვია აზარტი,
ერთვის მუდამ დანამატი,
არ მოკლებია ნამატი, 

ეგებება მას ზღვა,
წადილი მალევე თქვა,
ვითომ სურს სხვა,
ახალი დასაწყისი შვა,

ახლოვდება რა დასასრული,
თითქოს მანდვეა უფსკრული, 
მაგრამ სიახლეა მოსული,
უკან დარჩენილა წარსული, 

და ზღვას ერთვის,
მისკენ უმალ ილტვის, 
არ ყოფილა დაისი,
ისევე როგორც აისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი