წარმავალი შემოდგომა
დამდგარა ისე უცბად სექტემბერი, ისევე სწრაფად მოვა ოქტომბერი, მალე თვალსაჩინო გახდება ნოემბერი, და თვალდაუხუჭავად მოვა დეკემბერი! ზაფხული როგორი სწრაფი ყოფილა, ვიყავით რა მსუბუქად ჩაცმული, მზისგან გვქონდა თავი დახურული, პაპანაქებას ჰქონდა ქალაქი მოცული, და ერთ მშვენიერ დღეს, თუ არ გვეშლება სუყველას, ვხედავთ რუხ ღრუბლებს მორბენალს, მზეს კი უცებ წარმავალს! ზოგან ქუჩებში დაცვივდა წაბლი, ერთი-ორი სახლიდან ამოვიდა კვამლი, სიცივემ ყველას აგრძნობინა ტკივილი, ზოგან თითქმის არსადაა წამალი! ქალაქი უცებ გახდა ზრდილობიანი, მანამდე კი სიცხისგან თავქარიანი, იყო რა წინათ უდარდელი, ამ თვიდან კი მორიდებული! ჯერ არ ადიდებულა ვერე, კიდევ ჩანს ფიქრნი ზერელე, აღმართზე ძლივს ადის ვერელი, ამისთვის არ გაიჭირვებს ვაკელი, ცოტა მოშორებით მოჩანს საბურთალო, ვინმეს კიდევ ახსოვს ლილო? ქალაქის განზეა მარტო კოჯორი, მიმალულა როგორც ტრიალი მინდორი, ქალაქის კარიბჭესთან არის დიდუბე, მაქეთ დამდგარა დიდი გუბე, ისევე როგორც ჯიბის უბე, თითქოს სადმე დამეკარგოს საფულე! არ დადებულა პირველი თოვლი, კანზე კიდევ მოედინება ოფლი, ზოგჯერ კიდევ გვიშრება სისხლი, ეზოში კი ჩაიმარხა თესლი, სადაცაა კარს მოგვადგა ზამთარი, შემოდგომა კი ძლივსაა დამდგარი, მხოლოდ ერთი კვირაა მოსული, ბოლო თვეს იქნება წასული, უკვე მოშიშვლებულა მთის ფერდობი, მწვანე ფერისგან დაიცალა დაბლობი, რუხმა ფერმა მოიცვა მაღლობი, რა ხრიოკად ქცეულა ზეგანი, ჯერ მშვიდად ყოფილა ზარი, ყველგან ჩარაზული ყოფილა კარი, სახლებში კი შეხიზნულა ბარი, ყოფილა სიცივის შემაკავებელი ფარი, ცვლილების ბურუსში გაეხვა თბილისი, ალბათ იგივემ მოიცვა მანგლისი, ჯერ კიდევ მზიანია მარტყოფი, სუსხი არ ყოფილა ნამყოფი, რა სწრაფი ყოფილა ფერისცვალება, ყველაფერს უცებ დაეტყო ცვლილება, არ დასჭირვია მას მოწვევა, თან ისევე როგორც გაწვევა, უბნებს კიდევ ეტყობათ ჩუქურთმა, ნანგრევებად კი იქცა უჯარმა, სუსხი არის მონადირე დაუნდობელი, ქალაქი კი მუდამ შეუპოვარი, სიცივე მუდამ ყოფილა ვერაგი, ქალაქელები კი ერთმანეთის ამხანაგი, ეს ყოფილა მუდამ ამანაგი, ყველას კარგად ნაცნობი წახნაგი, რამდენს იტევს ქალაქი ცოდვილი, იმდენი ჭირი და ტყუილი, სიკეთე მუდამ იყო მოპოვებული, არაერთხელ იქნა ეს დამტკიცებული, ჯერ პირველი კვირაა შემოდგომისა, აწ წინა ზაფხულის დასრულებისა, სამზადისი ახალი წლის დაწყებისა, და ყოველ სურვილთა ასრულებისა, არ ეტყობათ ხეებს ფოთლ-ცვენა, კიდევ არ დაწყებულა ცვეთა, ნელა იწყება თვეთა კვეთა, და წარმავალ წელთა წყვეტა, ჯერ იწყება შემოდგომის სამზადისი, სიცივე იქნება რამის მაქნისი? ამოსულა შემოდგომის პირველი აისი, მალე დაეშვება ბოლო დაისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი