უსასრულო ყოფილა გზა
ერთგან ვყოფილვარ გზაზე, თითქოს ავდივარ მთაზე, ვნატრობ ჩასვლას დაბლობზე, თითქოს გამევლოს მინდორზე, ზოგი გზაა ხრიოკი, ზოგან ისმის წიოკი, ერთი არის მსუბუქი, მეორეს გასტანს ბაქი-ბუქი, ორ ნაბიჯშია ავლაბარი, იქვეა პატარა მოედანი, თითქოს ახლოსაა სამგორი, პატარა ყოფილა უბანი, ქალაქს ყოფს გამზირი, დაფანტულია ყველგან სადგური, შორს მოჩანს გზატკეცილი, ზოგი არის წყვეტილი, არ გავცდენილვარ ქალაქს, არ გავსულვარ ზღვარს, იმალება მის მიღმა, რა გამიმზადა იდუმალმა?! მოჩანს დიდი კაუჭი, მუშაობს გაუჩერებლად ჩაქუჩი, ისმის ხმანი დაკრული, ქალაქის იერსახეშია ჩაკრული, ქალაქია დიდი ქვაბული, მას ამშვენებს ჭედარი, ყველგან მოჩანს სახლ-კარი, თითქოს არაფერია დასრულებული, მტკვარია დიდი კალაპოტი, ქალაქის უდავო წალკოტი, თითქოს რუხი კომპოტი, მუქი როგორც ასფალტი, ძველ უბნებშია ქვაფენილი, მოკირწყლული და დაფენილი, აურაცხელი ამბებით დატენილი, ყველა ქალაქელისთვის გამორჩეული, ყველაფერს ფარავს ტოტი, მზეს ჩრდილავს ზონტი, ყველგან გაჭიმულია ტროსი, ყველაფერს ჰქონია ფასი, ერთგანაა გზების კვეთა, იქვეა მათი წყვეტა, ხდება მათი გაშლა, ბოლოს კი დაშლა, ყველგან გუგუნებს ტელევიზორი, არ ჩამოუვარდება კომპიუტერი, თანამედროვეობის ორი პროექტორი, ასხივებს ორივეს ეკრანი, ძველი ქუჩებია მოკირწყლული, ზოგს მოედო წყლული, დროსთან ყველაფერია უძლური, თუნდაც რამე მოდური, დილით ყველგანაა შუქი, ვერ გადაწონის მუქი, ქალაქი ყოფილა ფაფუქი, ხშირად სჭირდება სასუქი, ვერავის დაემალება შუქნიშანი, ყოველთვის იქვეა ლამპიონი, ნათელი ვითარც კელაპტარი, ღამის უდავო წინამძღვარი, მთაწმინდაზე გადის ბილიკი, იქვე არის ქვესკნელი, შიში ყოფილა წარმავალი, თავს შეგვახსენებს ქილიკი, ბილიკი ღამითაა ბნელი, ყოველი მათგანი ძველი, ზოგი ბევრად ძირძველი, ბევრი მათგან დაუსრულებელი, როგორი ციცაბოა აღმართი, თითქოს ვყოფილიყავ წარმართი, ყოველი წამით ტანჯული, შემდგომი ნაბიჯით დაქანცული, ვიყავი თუარა მზად? მორიგი განსაცდელის მისაღებად, თუ წავედი დასასვენებლად, ჩემი გონების დასაშოშმინებლად, გზა კიდევ შორია, იგი უსასრულო მგონია, თითქოს მანამდე გამივლია, უკან არავინ მობრუნებულა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი