ვარდი ყოფილა დარდით მოცული


შორი-ახლოს ხარობს ერთი ვარდი,
მაგრამ მუდამ დიდი ყოფილა დარდი,
იქვე ყოფილა დიდი ხნის მოცვი, 
რამდენ რამეს იტევს პატარა ბორცვი!

არ ყოფილა არასდროს დიდი სარჩო,
თითქოს მათ გარშემო ყოფილა ჩარჩო,
ერთი იყო ყველაზე უშიშარი გუშაგი,
ხოლო მეორე ვნების მქონე მსუნაგი, 

მანდვე იყო ერთი მომცრო წისქვილი,
თან სულ გადიოდა უთვლელი ფქვილი,
დგებოდა მალე რა საუცხოო სურნელი,
და ერთვოდა მას ტყის კორიანტელი, 

იქვე ხარობს მეწამული ფერის ყაყაჩო,
არ ჩამოუვარდება მას რა ხარაჩო,
ორივე მუდამ ყოფილა თან სანდო, 
ვინ იცის რამდენ ჯერზე მარგო! 

მოსულ რბილ სიოს ხვდებოდა შუბლი,
ერთი წუთით არ ჩერდებოდა თვალი,
მუდამ მოძრაობაში იყო ორი წამწამი,
ყოველ წამს კი ითვლიდა წამზომი,

ეს უბრალოდ ვარდნარი არა ყოფილა,
ნაირ-ნაირ ფერებით იყო მოქარგული,
სხვადასხვა კაბებში იყო იგი ჩაცმული, 
იგი ხომ დიდ სანახაობად ქცეულა!

ვარდი იყო რა ბრჭყვიალა ბრილიანტი,
იყო რა ფასდაუდებელი და წალკოტი,
თან დაჩრდილა მან დიადი ტაშკენტი,
და ერთი სპარსთა ქალაქი ჯიროფტი!

ნაირ-ნაირი ფერის ყოფილა ალმასი,
მისგან მორთული ყოფილა ერთი თასი,
მის შეძენას ცდილობდა ერთი დასი,
თუმცა აუღწერელი ყოფილა მისი ფასი! 

თითქოს იგივე ფასის არის შაფრანი,
მასზე ნაკლები არ იყო დარიჩინი,
ნეტავ აღემატება რა მათ მასკატი,
თუ ყველას ჯობნის ერთი ზურმუხტი? 

არცერთს არ მოკლებულა თითო ეკალი,
შეკრული ყოფილა რა დიდი რკალი,
ალმასმა გამოსახა რა ნათელი სარკე,
თუ ჩუმად დააგო დიდი მახე?

და არაფერს ტოვებს ჩრდილში მზე,
არის რა ყველაფრის დიადი ბჭე,
ვითომ და ალმასი ყოფილა სიმდიდრე,
ამავე მნათობმა გამოიწვია რა სიხარბე,

ყალბი ყოფილა ის ერთი ბრჭყვიალა,
ხარბი კაცი უცებ გამხდარა მტირალა,
ასეთი სასტიკი ხდება ხოლმე განგება,
მაშინ როცა დიდძალი ხდება ცდუნება, 

და ასეთ ცდუნებას თესავს ეშმაკი,
იყო დასაწყისიდან მუდამ რა ავაზაკი,
ვითომც და სიმდიდრე არის უსასრულო,
თუმცა ბევრი იყო მუდამ უთავბოლო, 

ვითომ და დიდ ფასიანია მარგალიტი? 
არადა ის იგივეა როგორც კრამიტი,
თან ჯობნის მუდამ რა გრანიტი,
უსწრებს ხშირად მას თან ანდეზიტი! 

არადა ანათებს ისევე როგორც ბროლი,
რთულია რამე იყოს მისი ტოლი,
რამდენ რამეს იტევს ერთი მინდორი,
თან იქვე ყოფილა ფართო ნაპირი, 

რამდენ რამეს სწავლობს თან შეგირდი,
იგივე ფასის არის თუარა გოგირდი?
არის იგი ღირსი იყოს წოდებული,
იყოს რა ოსტატის ცოდნის ბოძებული? 

ქვამ ბევრჯერ შვა რა სიბრმავე,
და მუდამ საჭირო იქნება სიცხადე,
ცდუნებამ მუდამ იცის რა ლტოლვა,
მუდამ უნდა გამართო მასთან ბრძოლა!

ვითომც და ნაკლებად ხარბია დათვი,
თუ ერთი პატარა სხარტი თაგვი,
მხოლოდ ცხარე რამ ყოფილა მდოგვი?
იმ მინდორთან ყოფილა რა ძეგვი!

წინ უნდა იყურებოდეს მუდამ კაცი,
არ ჩაუქვრეს ერთ დღეს კეცი,
ერთ დღეს არ გახდეს ბეცი,
მარტო არ დატოვოს მისი დიაცი!

თითქოს და ბევრს ნიშნავს კარატი,
მაგრამ იგი მაინც არის ქვა,
ასეთს ბევრს იტევს რა ზღვა, 
რა ფასის ყოფილა ერთი ჭიკარტი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი