არასდროს…
გზები გამრუდნენ და ავცდი სამყაროს, დამატყდა ფრთები კარს მოდგა სიკვდილი, ჩამოჯდეს ღმერთი და თავად დათვალოს ათასი ცოდვა, დარდი და ტკივილი. დავდივარ ქუჩაში რომელსაც ვერ ვიტან, თვალებს ვხრი, ჩვეულად მახრჩობენ ცრემლები, არ უნდა გამეშვი არასდროს ჩემიდან, შენს თვალებს, შენს ხელებს ვერაფრით ველევი. სულ ყველა ოცნება დავწვი და გავთელე, ვზივარ და ღერებს-ღერებზე ვეწევი, და ყველგან სადაც კი სიკეთე დავთესე მაჯების დასერვით დავკრიფე ეკლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი