და ბოლოს…


და ბოლოს ისევ დასანანია,
დასანანს თურმე ჰქონია ბოლოც,
იქნებ არც ღირდა,ან იქნებ ღირდა,
ან იქნებ ქარს ან წყალს გავაყოლო.

და მაინც თურმე არ დავრჩი არსად,
თურმე დარჩენაც ყოფილა წასვლა,
და თუ ოდესმე, ვყოფილვარ სადმე,
ღირებულს მე მაინც ვერავინ მნახავს.

იქნებ ჩემგვარი ფიქრების მსგავსი,
ჰქონდა თბილისთან მტკვარსა და არაგვს,
ცხოვრება თურმე ყოფილა ფარსი,
და მე ვაგროვებ ამ ფარსის მარაგს.

და კვლავაც ისევ ოცნებით ცისკენ,
და კვლავად ოცნებით თუნდაც ციდან,
დაბრუნებული არ ვიცი ვისთვის,
განშორებული არ ვიცი ვისგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი