",ქართა ამბორი"


ცათა რკალი,ქართა ჯარი
ნაზად,ტკბილად მონაბერი,
სიო ნაზი და ფრთამალი
შევიგრძენი,ვით ამბორი.

მესმის ნანა,ქარის ნანა
ბულბულთა ხმა რომ მასწავლა,
მოჩანს დასი,ცის ამალა
ქარმა ღვთის ფრთებში დამმალა.

მიტოვებულ,ტანად ჭადრებს
სიო ნაზად,სევდით არხევს,
იაგუნდებს და ნაზ თვალებს
ზამბახივით ფერი ადევთ.

არ მიგვრძნია დღემდე სულში
გრიგალი ჯერ ამისთანა,
თავს ხრის ვხედავ ობლად ნუში
და მეც ცრემლმა ამიტანა,

ამიტანა,ამიყვანა
ვხედავ ჩნდება სხივი ცაში,
გადმომხედა თვით უფალმა
და შემზარა უცებ ტანში.

ღვთიურ ქართა დიდი დასი
უცხო ამბავს რომ მიამბობს,
დამეწია ჩვილს აკვანში
და ვგრძნობ,როგორც დედის ამბორს.
  /კახა გორგაძე 7.08.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი