"გულის ძახილი"


მე არ დავიწყებ რითმებით
მგოსანთა ნიჭის ხელყოფას
და არც ლამაზი სიტყვებით
ქალთა შებმას,ან შემკობას.

მე არ მაოგნებს თვალები
გიშრის ფერივით ნახატი,
არც წამწამები მაოცებს
კლდეზე ღვთის ხელით ნაქარგი.

მე მიყვარს სული უბრალო
ვით წმინდა,ღვთისგან ნაბერი,
მიყვარს ცრემლები უბადლო
ბროლის ტბის მსგავსად ნაფერი.

არც ტკბილი ხმები მაოგნებს
და არც მთის წყარო ანკარა,
მე იმ მავანზე მაბოდებს
ვინც დარჩა ლექსის ამარა.

მივესალმები იმ მგოსნებს
კაცებს,ქალებს და პატარებს
რომლებიც ლექსთა იარებს
სულში რითმებით ატარებს.

მივესალმები იმ ნიჭებს
მუზა აკვანს რომ დაურწევს,
მიყვარს გედს მზე რომ იშვილებს
და სამოთხის კარს გაუღებს.
 /კახა გორგაძე 08.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი