ვაზის ნაჟური
ვაზის ამბორით,ღვინის ბახუსით ვერ შეველიე ლხინთა ორგიას, ცვივა მტევნები ვაზზე ასხმული გლეხს რა რიგ,რა ტკბილად უშრომია. თრობის თასებით ნაბახუსევი ვკოცნი ვაზის და გლეხის ნატერფალს, ციდან მოჟონავს მტევნები უხვი მსურს,მივეხლო ღვთიურ ნახელავს. აქ სამოთხეა,იგრძნობა სხივი ისმის ჰანგები,თან საამური, მე და მტევნები ერთ მზის ქვეშ ვიშვით იძვრის ძარღვებში სისხლი ქართული. აქ,ამ მიწაზე ბევრს უომია თურმე ყოფილა მტრის ნასახლარიც, თუმც,ირგვლივ ეხლა მწვანე მოლია დგას წინაპართა ნაქალაქარი, და აჰა,ცამდე გაზრდილა ვაზი დგას ძლიერ სათნო და გულზვიადი, ღვაწლით და ვაზთა წნელებზე ასხვლით გაბრწყინდა გლეხი ღვთიურ წიაღში. ო რა კარგია,რა ნეტარება გერქვას გლეხი და იყო ქართველი, სული ქართული სულ მეყვარება ეხლაც კი მესმის ვაზის ნამღერი. ძველი მარნებით ნაბახუსევი მუდამ დავკოცნი ღვთიურ ნატერფალს, აქ სხივი სუფევს თავისუფლების ამ ლამაზ სხივს კი,ვერვინ გათელავს. /კახა გორგაძე21,22.08.221/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი