ზღაპრული ღამე
მიდის ეს ღამე და თან მსხვერპლს იღებს, ფოთლები ისევ ნამში ბანაობს, ლურჯი სხივებით მთვარე თავს იქებს ღამის მძივები ცაზე ქანაობს.. ისმის ჰანგები და სიმთა ჟღერა, მუზა ნისლებში მწუხრად ნანაობს, მიყვარს ღამეში სიმების ჟღერა და გრილ ქარებში რომ დავნავარდობ. ტკბილი ჰანგები, ლურჯი სხივები ღამის მორევში ერთხანს შეეწყვნენ, სული,ქარი და ზამბახთა ფერი უცხო სივრცეში უცბად შეერთდნენ. იდუმალების დამიდგა ჯერი ლურჯი მძივები ჩემ სულს შეება, მუზები ხარობს და ზღვის ქარები ლამაზ ფერებით მთვარეს შეერწყა. თუმც ქრება მთვარე კვლავ ჩნდება ბნელი, მთებში ნისლები ლურჯ სხივებს აქრობს. ვეღარ შეეწყვნენ ღამეს მძივები, ვინ გაიმეტებს ჩემთვის კვლავ ამბორს? /კახა გორგაძე 15.02.2021./
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი