ლურჯი სიზმარი


მიყვარს ლურჯი ფოთლების
ქარში ნაზად ზმორება,
ვხედავ,შორი ალები
ლურჯ ზღვებში იზმორება.

საფირონის მსგავს ფრთებში
მოჩანს ქართა ზმანება,
ზღვაში და ლურჯ ფერებში
მიყვარს გარდაცვალება.

ზღვათა ხმებში,ციაგში
იბადება პათოსი,
ყოფნა უცხო წიაღში
მხიბლავს ქარით გათოშილს.

წამია მგზნებარების
მგრძნობიარე ალების,
დროა,ვგრძნობ შეხამების
ზღვის,მთვარის და ქარების..
/კახა გორგაძე 23.04.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი