გედების ტბა


წამო,წავიდეთ გედების ტბაზე
და ვილივლივოთ როგორც გედებმა,
დაისის სხივთან,მზის ციალებთან
მივაგნოთ პალმებს,შვებას ეგება..
ქარებისა და ჩქეფების ხმაზე
ლურჯ სხივებს ნაზად მზე შეეგება
ავენთოთ ერთად,გავქროლდეთ,გავქრეთ
ფერთა ნაზავში ვიპოვოთ შვება..
ო,როგორ მიყვარს დაისი ტბაზე
და მოციმციმე ფერებთან შებმა,
არ მსურს ავიდე და ვიყო ნავზე
მსურს რომ გავცურო,სულ ვიგრძნო 
შვება.

ჩვენ ვნებით სავსე მდედრი და მამრი
მივცურავთ ერთად ტბა ღელავს,ღელავს,
გედების მსგავსად ცა მუდამ წყნარი
ტბის შუაგულში,ჩვენს სულებს თელავს ..

ნაზი ფერები ტბას მძივებში რთავს
საფირონის ფრთა ფსკერებზე ჩნდება,
დაისის სხივი ანგელოზს რომ ჰგავს
ტბებზე გვიმჟღავნებს,სამყაროს ნებას.
/კახა გორგაძე 13.03.2021-წ./

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი