ს ო ნ ე ტ ი
ვარდებს უეკლოდ როგორ მოსწყვიტავ? გულში გრძნობა გაქვს ეკლის და განცდის, ეკლის შეხებით ხორცს დაიფლითავ თუმცა აიხდენ შენ გულის წადილს, ვარდზე ძვირფასს და ცრემლებით ნატიფს განა შეიძენ,თუ ცრემლს არ დაღვრი? სიყვარულს ისე როგორ მოსინჯავ თუ არ იბრძოლებ და ტკივილს არ სცდი? იებს უგულოდ განა მოჰკრიფავ? ძლიერ ნაზია,სურნელიც ასდით, უენოდ ტირის როდესაც სწყვიტავ შენც აგატირებს,ცრემლიანს გაგხდის, ასეა,როცა სატრფოს გულს შესძენ გულს აგატკიებს,ცრემლებად დაგღვრის, თუ გაუფრთხილდი,სიხარულს შეგძენს და სამუდამოდ,ბედნიერს გაგხდის. /კახა გორგაძე 03.2020./
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი