მარტო არ ხარ
შემოგაწვა გულს ნაღველი გტანჯავს სევდა,თვალზე ცრემლი? ფიქრობ რომ ვერ გადალახავ, ნუგეშსაც კი არსად ე ლ ი? გახსოვდეს რომ მაინც ნახავ ისეთს,ვისაც შენი ე ს მ ი ს, ზვირთებსაც კი გადალახავ იმედი ხომ შიშს კლავს,ებრძვის. განსაცდელში მარტო არ ხარ ღმერთს ხომ ყველას გულის ესმის, თუმც უმწეო,სუსტი ჩანხარ, მაგრამ ღმერთი შენს სულს ეტრფის, შენს სულს ეტყვის რომ უყვარხარ მან გაიღო შენთვის მსხვერპლი, გოლგოთამდე ჯვარიც ზიდა და დაღვარა შენთვის ცრემლიც. ნუღა დაგძლევს შენ ნაღველი, შეიმშრალე თვალზე ცრემლი, დამშვიდდები,მალე ნახავ მას, ვინც გნატრობს და გიშველის., /კახა გორგაძე 02.2020წ./
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი