სული კაეშნის


ნუ შეგძაგდება სული კაეშნის
და ნურც სამოსი შიშის საზარი,
სულს ლამაზ ფრთიანს,შურით ებრძვიან
ხორცთა ვნებისთვის სული მზად არის.

თამამათ ავალ მე ეშაფოტზე
ლექსთა ორგიით,მუზით დამთვრალი,
დავდგები დღის და ღამის საზომზე
ვნების თასებით შევალ საფლავში..

თან შევაზავებ ღვინის თასებში
ციურ მონაბერს,ლექსთა ორგიას,
ბინას დავიდებ ციურ ალვებში
პათოსით მივცემ,სულს აგონიას.

მგოსნისთვის შვება მხოლოდ ლექსია
აქ,ეშაფოტზე ცით მონაბერი.
მუზათა ხმები სულის მწყემსია
სერაფიმის ხმით,ტკბილად ნამღერი.

ლექსს ტყვიას სულში ხომ ვერ ესვრიან
ვერას დააკლებს მგოსანს მტარვალი,
ცაზე ვარსკვლავნი წყვდიადებს ცრიან
და ჩემი სულიც,შედის ნაკრძალში.
/კ.გორგაძე 1.06.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი