ცა იცრიცება


ვგრძნობ იცრიცება ცაზე ფერები
და დღეს ღამისკენ მიაცილებენ,
ეშაფოტამდე ლურჯი ცრემლები
სულს ზამბახისფერს,შორს აცილებენ.

გაკოცებ ვნებით და გავფრინდები
ზეცა იისფრად შეიღებება,
შენი სახება მზის მსგავს ფერების
უენოთ,ვნებით დაიფერფლება,

მზეც იფერფლება უსიყვარულოდ
და სხივებს საგნებს უღონოდ აფენს,
ვიცი,ვიხილავ მკვდართა საუფლოს
სადაც ცივ გვამებს ნისლები აწევთ.. 

მზის ბოლო სხივებს შევეგებები
ვარდებით მკობას ერთხანს ვიხილავ.
ზეციურ ალვებს შევევედრები
სულს,უგზო უკვლოთ ნუ გამირიყავს..
/კახა გორგაძე 2.06.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი