იდუმალი გული


სიცილის დროსაც
წუხს თურმე გული,
იდუმალია კაცის ბუნება,
წყნარი ჩანს თვით ზღვაც,
ხან მხიარულიც,
თუმც ამდროს მოაქვს,შიში,ცდუნება.
ზღვა ამღვრეული
წვიმს ძლიერ როცა,
ძლიერ წააგავს კაცის გუნებას,
ვერაგი გული გიღიმის,გლოცავს,
თუმცა ბობოქრობს,
შურს და ლურჯდება.
/ კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი