ცისკრის ვარსკვლავი


ვხედავ,ამ წუთს ცისარტყელა ზეცას რა რიგ ამკობს,
ცა მუქად მოოქროვილი,სათქმელს ტკბილად ამბობს,
ვარსკვლავთ ნათება და ბზინვა წყვდიადს ჩრდილში აქრობს
ზამბახთა ფერს,იდუმალი ცა ფერებში აქსოვს.
ცისკრის ვარსკვლავიც გაბრწყინდა და სინათლეს აფრქვევს,
სარდიონად,ლამაზ ფერად გადეფინა მთვარეს,
ამ ვარსკვლავის ბზინვარება ცას ფერებში ახვევს
უწინ ის ხომ კაციც იყო,თუმც ვერ შეიყვარეს.
უფალი ხორცში მოსული არ სცნეს,თუმცა ნახეს..
ცოდვის ძალა და წყვდიადი მთაბარს ნისლში ახვევს,
ერთდროს უფლის წმინდა კვართზე წილიც კი იყარეს
ცოდვით,ბნელით მოსილებმა მხსნელი ჯვარსაც აცვეს
არ იწამეს,თუმცა აღსდგა,ცას საოცრად ამკობს,
მისი სხივი და ნათება წვდიადს ჩრდილში აქრობს,
ცოდვილ,ბნელ დედამიწაზე სხივს ცრემლებად აფრქვევს
სარდიონის ლამაზ ფერებს მტერი ვეღარ ავნებს.
ცისკრის ვარსკვლავს იდუმალი მთვარე ვერ ჩააქრობს,
უკვდავების შარავანდედს ვერვინ ვერ დაამხობს,
მოდის ქრისტე,მოდის და ბნელს მალე მთლად გააქრობს.
 /კახა გორგაძე 2020. 2.09/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი