დაწიწკნული სამშობლო
უწინ,როცა საქართველოს ოსმალო და სპარსი მტრობდა, როცა მტრისგან იავარქმნილს ჭრილობებიც ბევრი ჰქონდა, როცა სნეულს,ბრძოლით დაღლილს ხორცი ძვლამდეც კი სტკიოდა, ნაიარებს,ხანაც დაჭრილს სისხლი მკერდიდან სდიოდა, ამ დროს,ლოცვით,თანადგომით ერეოდნენ მტერთა ძალებს, აჩერებდნენ დიად ზვირთებს,აოგნებდნენ მტერთა ჯარებს. ყმაწვილებიც კი ომობდნენ,დედა ცრემლით,შიშით კრთოდა, მოხუც დედებს აობლებდნენ შვილის ჯავრი გულში ჰქონდათ, სულში თთრთოდა,გული კრთოდა,ერი შველას ღმერთს შესთხოვდა, ერისადმი სიყვარული სამარემდე თან მიჰქონდათ, წინ უსწრებდა შიშს და თრთოლვას მამულისთვის ინტერესი, ერთიანი ძალით,ძმობით ბრძოლობდნენ და არვინ თრთოდა. სიმამაცე,თავდადება,რაინდობა იყო ერში, ქვეყნის წიაღს,მის ლამაზ სულს ეტრფოდნენ და არვინ სთმობდა, ერთი ლტოლვა და მიზანი იყო მკერდში,ერში,ბერში, სამოთხე და სურნელება მამულისა, სულს ათრობდა. გმირად იქცა თვით დემეტერე,მეფე ჩვენი,თანაც დიდი, მონღოლთა ბრბოს შეეწირა,წინ დაუდგა ურდოს ჯარებს, თავი დასდო,არ შეშინდა და დაარქვეს მას რაინდი, არ დაგმო მან ერი თვისი,არ ჩააუგდო ხელთ ჯალათებს. გავიხსენოთ თუნდაც ცოტნე ერისთავი,თან დიადი, ქართველ ტყვეებს სული მისცა,ჩააკითხა მათ ანისში, ბრბომ შიშველი მზეს დაუგდო,თუმცა მაინც იყო მშვიდი, აოხრებდნენ საქართველოს,გახვეული ჰყავდათ ნისლში. მარაბდის ველს კვლავ ატყვია სისხლი ცხრა ძმის ვაშკაცისა, ერთი ძალით,თავგანწირვით,რომ ეკვეთნენ მტრებს უშიშრად, იყო ბნელი,სისხლის გუბე,დრტვინვა იყო თვით ზეცისაც, მტრებს გასაქანს არ აძლავდნენ,ხალხთა წარყვნა არ ეღირსათ. რუსთველი და ხარჭაშნელი და თვით დავით ჯანდიელიც, აღესრულნენ ბრძოლის ველზე და ატყვიათ სისხლი მკერდზე. ლომგმირივით დაიღუპნენ,თვით სამასი არაგველნიც, მტერი მუდამ ბევრი იყო,მოდიოდნენ ასნი ერთზე, თუმცა ძმობით,თანადგომით,უძლეველი იყო ერი, რჯული ჰქონდათ,ლოცულობდნენ,ღმერთით იყვნენ ბედნიერნი. განა მსგავსი სიმამაცით,თავდადებით სცნობდნენ სხვა ერს? სამშობლოსთვის მოკვდინება ჰქონდა გულში ერსა და ბერს, იყო მსხვერპლი,თუმცა გმირიც,სიმამაცეც იყო ბევრი, მოსინჯეს და ვერ დასძლიეს,ვერა უყვეს,ჩვენს დიად გენს, ვერ წაბილწეს სული ქართლის,თუმცა ირგვლივ იდგა გუბე. მაგრამ,თითქოს,უცაბედად,ბედი სხვამხრივ დატრიალდა, დაიბადნენ უცბად მხსნელნი,თვალწინ დროშა აფრიალდა, აფრიალდა,აშრიალდა და გაცოცხლდა უცბად ე რ ი, ილიას და მსგავს მგოსნების საქართველო გახდა ბედი, გ ა ხ დ ა ბ ე დ ი,თუმც შვილებმა მთლად არიეს ყველაფერი, მოჰკლეს ბრძენი ილიაც და ამით წ ა ხ დ ა სულმთლად ე რ ი. ერთ დროს მთელი,ერთდროს ბრძენი,ეხლა სულმთლად გატიალდა, ერი,ერთ დროს წილხვდომილი, დასუსტდა და დაჩიავდა. ნახეთ,როგორ დაიწიწკნა,ერი როგორ გაიყიდა, გაიყიდა,გაიცვითა,ერთ დროს მთელი დაიფლითა, უფალმაც კი გოლგოთამდე,დღემდე, ჩვენთვის ჯვარი ზიდა. გულს ასტკივდა,სულს ასტკივდა,ცრემლიც ვიგრძენ,რომ დამცვივდა, შევიგრძენი მე სამშობლო,სისხლში,სულში კვლავ ამტკივდა, ალბათ მეც ვერ ვიმამაცე ჩემი თავი რომ დაგჭირდა, ბევრი შვილი,შენს კალთებში გამოზრდილი,კვლავ განგიდგა. მთლად დამძიმდა,შენს ტვირთს გოლგოთამდე ვინღა ზიდავს? ჯვრის მტვირთველიც აღარ არის,კვლავ ობლობის დრო დაგვიდგა, უფალსაც ხომ მიეშველნენ როცა ჯვარი მხრებით ზიდა, ერთად დგომით,მტკიცე ძმობით შევძლებთ მხოლოდ უღლის ზიდვას. ირგვლივ ვამჩნევ დაგვდევს ლანდი,ილიასი,აკაკისი, დემეტერესი და ცოტნესი,და სამასი არაგველის, დაგვდევს ჩრდილი ერეკლესი თან ჩაგვესმის ხმები მისი, ასე წამხდარს და დაწიწკნულს,ცრემლით, შფოთვით, კვლავ მოგველის. ვგრძნობ მოგველის,თუმცა ირგვლივ ერის მტრობა კვლავ თარეშობს, სიყვარული,თავდადება,სულში ვეღარ,ვერ კ ა ე შ ნ ო ბ ს. /კახა გორგაძე 2020/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი