,,ზეცის ციალი,,
ამბავი ძველი,ცეცხლივით მწველი იმ ორი ბავშვის ცად რომ გაფრინდა, ზამბახთა მსგავსი მოლურჯო ცრემლი მზის ციალივით ზეცად გაბრწყინდა. დაისის მსგავსი გაჩნდა ციაგი ტბაზე გაცურდა,ვით ნაზი გედი, ცაში გაფრინდა ოქროს ციალი იქ,სივრცეებში იპოვნა ბედი.. ეს ის მნათია,ის ნაზი სხივი წეღან სამარხში რომ დაიძინა და სასთუმალთან,ვნების წიაღში ლურჯი სხივები მკერდთ დაიფინა.. ვნებათა ღელვით აღივსო ღამე ზამბახს,ზამბახი გადაეკონა, ცაზე გაცურდა მოლურჯო მთვარე ლურჯ სხივებს ზეცა,კვლავ დაემონა. კაპულეტის და მონტეგოს გვარი მუდამ სადავე მტრობის და შუღლის გახდა მხილველი,შემსწრე იმ ამბის რამაც გაალღო ცა,ძველი შურის. /კახა გორგაძე 03.2021/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი