ფარავანის ტბა
ზეცის მძივებმა და ციაგებმა ტბის ზედაპირზე დაბადეს სევდა, ჩვენ,ორივენი ვით ტბის გედები აქ,ამ ტბის პირას შეგვყარა ბედმა. ტბის ხედებს ნაზად ეცემა სხივი ზედ დაცურავენ მზის ციალები, მე ამ სხივებში ხელახლა ვიშვი ვგრძნობ,ვიბადები ცის ციაგებში.. ლურჯ სხივებს ნაზად მზე შეეგება და ფერთა ნაზავს ეგემა შვება, აქ,ამ სივრცეში,ფარავნის ტბაზე ძალიან მიყვარს მძივებთან შებმა.. ასეთ ნაზ ფერებს ტბას ზედ რომ დაჰკრავს ცაც ვერ ელევა,იქმნება მძივი, ტბის ზედაპირზე ცა ფერებს რომ რთავს ჩვენც ვნებით სავსე,ვებმებით მძივში.. მივცურავთ ერთად ვნებათა ძაბრში, უნაზესს გედებს შორს გვრიყავს ქარი.. ჩვენ ორივენი ვიხრჩობით ტბაში ვგრძნობთ მძივს,დაისებს ,ტბა ხდება მტკნარი.. ო,რა განცდაა,რა ნეტარება ღამის ციალში,ამ ლამაზ სხივში.. არასდროს მინდა დასრულდეს შვება მე ხომ ამ სხივში ხელახლა ვიშვი. ტბისა და ზეცის ფერების ნაზავს სივრცე მძივებით მოუფენია, ჩვენ ტბის გედები სხივთან ვდებთ კვლავ ზავს, აქ იმალება დიდი გენია. ოქროს მძივებმა და ციაგებმა ტბის ზედაპირზე დაბადეს სევდა, ჩვენ,ორივენი ვით ტბის გედები აქ,ამ ტბის პირას შეგვყარა ბედმა. /კახა გორგაძე 13.03.2021-წ./
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი