ფიქრის გუნდები


ფიქრის გუნდები

ჩაიხლიწება გულმკერდის ძაფები შიგნით სადაც ცარიელია!
ხუთი გული ჩირაღდანს ანთებს კუნჭულების სივრცეში. 
ცოტა, ცოტა და ჰოი, რა ღვინოი აჩხრიალდა ფიალაში და დამელია!..
ცრემლები ... მახსენდება და თვალზე გორავს ცივი ტრამალით აჭრელებული ფიქრებში. 

ძილი აფრქვევს საკმევლის გუნდებს, ჰაერის სივრცეში ტრიალებს სიყვარული!
ღამეში ეშვება სოფლის ჰაერი ტკბილი, - დედა, მამა, ალიონი და მზის სხივი ცივი.
გულის ტკივილი და ლექსის სტროფები უღრმესი ფიქრებში ცამდე ასული წვიმის წვეთები სინანულით,
ფიქრის გუნდები?!! ვერა და ვერ დამადეს სულის სიკეთეზე მტანჯველი ხუნდები  !!!
დილით ჰაერს ჩავუვლი ღიმილ-ტკივილით მიწის სურნელი აფრქვევს სიტკბოს. 

კახაბერ ორთოიძე 
1 აპრილი - 2025












მითხარი

მითხარი მიყვარხარ უხეშად გულში, ნაწვიმარ ქუჩებში ისევ ქარია,
ჩემი ფიქრებია შენი სიყვარული,
ჰერს დალეწავს ექო ხმის მთაშია.

მითხარი, გიყვარვარ სიგიჟემდე გულში,
სანამ თვალებს დავხუჭავთ საუკუნოდ!
უცბად ანათებს სანთელის შუქი
ჩემს მოგონებებს და ორივე ვეშვებით უგონოდ...

გითხარი მიყვარხარ უზომოდ, ძლიერ 
და მთის მწვერვალისკენ მივყავარ გრძნობას !
ღამდება და ძლიერდება ხელები ისევ,
ტკივილით, ცრემლით თვალების ფერი ისევე ბოდავს !

კახაბერ ორთოიძე 
4 აპრილი-2025















მიყვარს მთა და ბარი,
ჩხრიალი წყლისა.
მიყვარს სოფლის გზანი
მე რომ მიმიყვანს იქაც...

დავეხეტები კლდეებში, ღრეში,
მდინარის პირას თრობა.
სიყვარულია ხმაური ჩემი
და სამშობლოთი ტკბობა!

ჩემი ფიქრია სოფელი ჩემი
და სიყვარული ოჯახი ღვთისა.
მამა-პაპათგან მიყვარდა ერთი,
- საქართველოა ! - ჩემი მიწა!







შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და ამოსუნთქვა უთქმელი გულში,
ხშირად უნებლი განაწყენება 
გჩვევია... მაგრამ მიყვარხარ სულში!!!

ქალი ხარ ტკბილი, ჩემთვის უღელი,
ზოგჯერ მწარე და ზოგჯერ უძირო.
სიყვარული ხარ ჩემთვის უღრმესი 
ზღვის ფსკერივით ხარ ხშირად უმწიკვლო.

რა ვქნა, კაცი ვარ და ცუნამივით 
მიწევს მშფოთვარე ცხოვრების ბრძოლა!
გთხოვ, მაპატიე... ამირანივით 
ვერ ვარ გმირი და მიჯნური მონა!!!

ეძღვნება ჩემს ერთადერთ სიყვარულს და ბედნიერებას 
მადლენ - მარი ვართანოვას !

ო.კ. 
5 ივნისი - 2025

მამა

მენატრება შენი სითბო,
ჩახუტება მენატრება.
შენი ტკბილი საუბარი
მენატრება, მენატრება...

სისპეტაკე შენს მზერაში 
მახსოვს, როგორ მესალმება.
მასწავლიდი სიკეთეს და 
მე ეგ სწავლა მენატრება!

შენს დათესილ სიკეთეებს 
ბინდი ვეღარ ეფარება. 
მიყვარხარ და მენატრები, 
შენი მზერა მენატრება... 

25 მარტი - 2026
ო.კ. -  ო.კ.

შენ

თბილი სიო მჭირდება შენი,
შენი ამბორი მჭირდება დღეს.
მიყვარხარ ძლიერ, რა გითხრა მეტი?
_ მიყვარხარ შენ, შენ, შენ.

ფიქრი არ მშორდება უტკბესო შენი,
შენი ალერსი დაადნობს მთებს.
მინდა ფერება და მყავდე გვერდით,
რომ გითხრა -  მიყვარხარ შენ !!!

14.04.2026 
მარის - კახასგან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი