ციდან-ცის-ცამდე
ციდან-ცის-ცამდე მე შენ მიყვარხარ ციდან-ცის-ცამდე, ფიქრია ჩემი შენთან წვდომელი. უსასრულია ცა სხივის გაშლამდე და უთქმელია ჩემი გრძნობები. ტივის მეტივეს ფიქრი აწუხებს, წყალს გააქანებს სევდა მალული. მაღლა ზეცაში ვხედავ ღამურებს, დაბლა შენა ხარ ჩემი სათბური... და უსაზღვროა ღმერთის განგება, -მე შენ მიყვარხარ ციდან-ცის-ცამდე! ჩემთან რომ არ ხარ, იცი, რა ხდება??! -გულში ვტირივარ დაღამებამდე... 14 ივლისი-2026 კახაბერ ორთოიძე ჩემს ცოლუკას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი