***


ახლა როცა მარტო ვზივარ,
ღრმა ფიქრებით შეპყრობილი,
შიგნით გული გამებზარა,
მინებით ვარ მე დაჭრილი.

ეს გრძნობები ჩემი, სუსტი, 
ქარიშხალმა მიმოფანტა,
ვკრეფ დაბლიდან მომობნეულს,
ღმერთო, ეს რა დამემართა.

ნუთუ ხალხმა გამითელა,
ეს სათუთი, წმინდა გული,
ნუთუ ახლა შემამჩნევენ,
რომ ვიყავი დაკარგული.

ვხედავ მიცქერს ათი თვალი
და დამცინის ისევ ყველა,
თითს იშვერენ, მაკნინებენ, 
რომ დმჭირდა მათი შველა.

თვალის ჭრილი წყლით მევსება,
ხმას ვერ ვიღებ, მტკივა ყელი,
თითქოს სიტყვა ამომგლიჯეს,
გამიტეხეს მე სახელი.

მთვარის შუქი გზას მინათებს,
თავს ვარიდებ ხალხის მახეს,
ყველას გულის ნამოქმედარს,
ღამის ბინდი დამანახვებს.

                                                                         კ.გ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი