ვით უდაბნოში მარტოსული კაცი სილაზე


წყვდიადმა შთანთქა ლაჟვარდისფერ ცის სილამაზე,
წვიმის წვეთებად იღვენთება ფანჯრის მინაზე,
ღმერთო სად გაქრა შორეული მთვარის სინაზე,
ვინღა მომისმენს , ვის ვუამბო ამ ტკბილ სიზმარზე,

ან იქნებ არც ღირს, სულის ტანჯვა, ჩუმი სიბრაზე,
ფუჭი ოცნება, უერთგულეს ადამიანზე,
სჯობს, მტკიცედ დავდგე და ვილოცო უფლის წინაშე,
ვით, უდაბნოში მარტოსული კაცი სილაზე.



2003 წ. ქუთაისი
                                                                                    

© 2026 ლაშა კაპანაძე
 ყველა უფლება დაცულია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი