ნუთუ ისევ გშორდები


ისევ მკვეთრი ნოტებით,
ირხევიან ტოტები,
ისევ წვიმის კოლტებით,
სველდებიან ფოთლები,

ისევ მრუდე შოლტებით,
აზიდულან ყლორტები,
ისევ მკრთალი ფერებით,
შემოსილან კორდები,

ნუთუ ვეღარ შევხვდებით,
ნუთუ ისევ გშორდები,
როგორც თეთრი ვერხვები,
აღარ განმეორდები.

                  2004 წ. ქუთაისი
                                  
      
© 2026 ლაშა კაპანაძე
 ყველა უფლება დაცულია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი