ლოცვა
ნუთუ უფალო არ გამწირე ძე შეცდომილი,
არ დამისახე შავბნელი გზა საბედისწეროდ
და განმარიდე საფრთხისაგან ცოდვით გმობილი,
ღმერთო მაღალო, კვლავ ვლოცულობ საბედნიეროდ,
ისევ დავდივარ ქვეყანაზე გრძნობით აღვსილი,
შენის სურვილთა მეოხებით მე ზეციერო,
კვლავაც მუხლს ვიდრეკ შენი ფერხთი შენგან შობილი,
ჩემს დიდ ოცნებებს კვლავ შეგვედრებ ღმერთო ძლიერო,
ყოვლისმომცველო, ყოვლისმქმნელო, უფალო ყოველთ,
დიადი მადლით შემოგმადლი ნათელს ბოძებულს,
შემოგმადლი, რომ ისევ ძალმიძს ვხედავდე ყოველთ
და ვადიდებდე ყოვლადწმინდა ღვთის სამფლობელოს.
2005 წ. თბილისი
© 2026 ლაშა კაპანაძე
ყველა უფლება დაცულია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი