მატარებელი მიჰქრის


მატარებელი მიჰქრის,
მიჰქრის, მიაპობს ტალღებს,
მტანჯავს სურვილი ფიქრის,
როგორ გავუძლო ნაღველს,
მატარებელი მიჰქრის, 
სისხლი მაწვება ძარღვებს,
თითქოს ხმელეთი იძვრის,
სულს ნაფლეთებად აქცევს,
მატარებელი მიჰქრის, 
მალე გასცდება საზღვრებს
და ამ საზღვრების იქით,
კიდევ იქროლებს რამდენს,
მატარებელი მიჰქრის, 
დაუსრულებლად დამდევს,
როგორ გავუძლო ტკივილს
და ამ უფერულ ლანდებს.         
                                   2006წ. თბილისი
                                                                                       
© 2026 ლაშა კაპანაძე
 ყველა უფლება დაცულია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი