სულის რექვიემი
*** მე დავიბადე თებერვლის თვეში, ჯერ კიდევ თოვლი ედო სამყაროს, მე დავიბადე თებერვლის თვეში, ერთ მოწყენილ და პირქუშ საღამოს. მარტმა,- ახალი ძალით ამავსო, აპრილმა, -ჩუმად დაკვირტა კვირტი, მაისმა- ვარდის სურნელით მზარდა, ზაფხულმა- თვალზე მაცილა ბინდი, შემოდგომაზე- დაჰბერავს ქარი, ქარი სიბერის ამშლელ დარდების, ზამთარი -თმებზე დამათოვს თეთრად, თეთრი ჭაღარით დავიბარდნები. და მოადგება სიკვდილი კარებს, თუმცა შევძახებ, მაცადეთ ცოტა, დეკემბრის ბოლოს დავხუჭავ თვალებს, არ ჰყვარებია სიკვდილსაც მოცდა. 2006წ. *** დავდივარ ქვეყნად ისე თითქოს აჩრდილი დადის, მივიწყებული ყველასაგან ულევი დარდით. დავდივარ, ირგვლივ ცრემლიანი ვაცეცებ თვალებს, ვინდა ვიყვირო, დავიძახო, და ვუხმო გამვლელს. მაგრამ, ხმის ნაცვლად ამოვუშვებ კვნესას და ქვითინს მე ჩემს დარდებთან მარტო ვრჩები, ხალხი კი მიდის........ ხალხი კი მიდის........ ვერ მამჩნევენ თითქოს ცრემლიანს, ისევ მარტო ვარ, გულში ისევ დარდის ცეცხლია. ისევ მარტო ვარ...., მარტოობის პრინცად ქცეული... მარტოობისტვის განწირული, კაცი ეული..... 2005წ. ...... ჩემს ულამაზეს ცოლს ანუკის მინდოდა მეთქვა მაგრამ დამასწრეს მინდოდა, სიყვარული ამეხსნა ლექსებით, შენი სილამაზის მინდოდა აღწერა, დავწერდი კიდევაც, მაგრამ ,..ეჰ რას იზამ, დამასწრო პეტეფმა და უკვე დაწერა. დავჯექი დავწერ-თქო, შენს ზღვისფერ თვალებზე, მაგრამ, სიხარულმა ადრიან დამათრო.... აქაც ვერ ვივარგე და დავაგვიანე, დიდმა კონსტანტინემ დაწერა დამასწრო. ბევრი ვიწვალე და ბევრიც ვივაგლახე, რატომ ვერ ვიფიქრე მე მართლა სულელმა, შენებრ ლამაზებზე რაც იყო სათქმელი, დიდმა პოეტებმა დაწერეს სუყველა. ჰოდა ამას გეტყვი, კარგად წაიკითხე, და მათზე უკეთესს ჩემგანაც რას ელი? შანდორ პეტეფი და დიდი კონსტანტინე, გეტყვიან ლექსებით რაცა მაქვს სათქმელი. ....... სიყვარული დაძლევს ზამთარს ექსპრომტი დეკემბრის დილა, სუსხი და ქარი ძვლებს ყინავს, ტანშიც უცნაურ მამტვრევს ფანჯრის რაფაზე წვიმა ტკაცუნებს აქაიქ ვხედავ გაურევს ფანტელს. მე ამ ყინვაში, წვიმა,თოვაში არ მეშინია, ქარების ქროლვის რატომ? იმად რომ გვერდით მყავს ორი ჩემი პატარა და ჩემი ცოლი და თუნდაც ყინვამ დააზროს მიწა თუნდაც მოვიდეს მეტრამდე თოვლი ჩვენ სიყვარულით დავძლევთ ამ ზამთარს მე, ჩემი რეზი და ჩემი ცოლი. ....... ხუმრობად ნათქვამი ექსპრონტი დაჰკრა ზარებმა მწუხრის, განგაშის, კლდეს მოწყვეტილა ლოდი სანიშნე, მაცნე ავისა ცხენს მოაგელვებს, ძირს დაცემულა ნერგი საჯიშე. ვერც ექიმებმა, ვერც ექიმბაშმა, ვეღარ უშველა მტრისგან დაკოდილს, ლოგინს უგონოდ მიჯაჭვულს ვხედავთ, დასახიჩრებულ უღვრთოდ დაკორტნილს. უცხო, ბოგანოს ვეღარ აჯობა, თუმცა, მტრის მახვილს ახვედრა ფარი, ასე გმირულად სულს ღაფავს უკვე, კუპონის ვაჟი, ლოლგული ლარი. ......... შოთა (კიკა) ხურციძეს და მასთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მიწა იწვის ნაბომბარი, უსასრულოდ გაიჭიმა წამი... საქართველოს დასაცავად იდექ და წამითაც არ შეგხრია წარბი. საქართველოს შეწირულო გმირო თვალში ჟინით გიელავდა ელვა.... ჭრილობიდან თქრიალებდა სისხლი სულით მაინც ვერ გაგტეხა მტერმა. შენი ქვეყნის დასაცავად იდექ ჩვენი გმირი წინაპრების დარად შეეწირე ზვარაკივით მსხვერპლად მისი დარდი თან წაიღე დარდად. ეს აგვისტოც კიდევ ერთხელ გვტკივა სისხლი შენი ვალად გვაწევს მარად მომავალში თქვენს საფლავზე მოვალთ და ჩაგძახებთ გამარჯვების ამბავს ........ რუსეთუმეებს (გეორგეევსკის ლენტით შემკულთ) ვაი თქვენს პატრონს,, ვაი, ვაი, რა არ გვჭირს განა?! დათვი გვერევა, დავუძახოთ ჩრდილოელს ბაბა? ვაი ჩვენს პატრონს, მუხლზე ჩოქვით ტყავს იძრობთ ფეხზე, და ყველა ერთად შეყუჟულხართ დამპყრობლის ფრთებქვეშ. ვაი თქვენ, ვაი პატრიოტონო გაგისქელდათ შუბლზედაც კანი, შადიმანებო მტრებისათვის ღია გაქვთ კარი. გმირების სისხლზე რომ იძახით "იყო ამაო" მე თქვენზე ვიტყვი... გადაშენდი შე სულ დამპალო.... ვაი ჩვენს პატრონს, ვაი, ვიში, მეხის დაცემა, არ დაამთავრეთ საქართველოს ვერცხლზე გაცემა? მაგრამ მტარვალნო გაივლიან წლები წამებად, და თქვენი საქმეც ფეკალიებს არხში გაჰყვება! გმირები ისევ დარჩებიან ავაგებთ ტაძრებს ლუხუმიც ისევ წამოდგება " შადგება მთაზე" .......... დიდ მსახიობს და დიდ ადამიანის გივი ბერიკაშვილის ხსოვნას (ექსპრონტი) არა, არ კვდება კარგი კაცობა, არა, არ კვდება ის სიყვარული, მოენატრება თბილისის ქუჩებს შენი სიცილი და სიარული. ვარსკვლავი მოწყდა ზეცის კაბადონს, და მიწას ზათქით დაეცა ქიმი, ზეცას წავიდა, მიწის ვარსკვლავი, უფლის საუფლოს წავიდა გივი *** ვისაც ყური აქვს ისმინოს ვისაც ყური აქვს ისმინოს გამგები კარგად გაიგებს ჩემი ცხოვრება წამია და წამიერად გაირბენს ლექსსა ვწერ გულის ძახილით მე როგორც მტკივა მაწვალებს სხვისას არასდროს ვიპარავ რითმებს არ ვჩხრიკავ ნაძალებს არც დიდ ილიას ვედრები არც მუხრანს და არც სხვა ვინმეს ჩემი ლექსები ჩემია და ჩემი გულის სამიზნე ვისაც არ მოსწონს არც ვდარდობ მინდა კეთილად ვურჩიო ჩემი ლექსების კრიტიკას შენს თავს მიხედე უჩინო ვისაც ყური აქვს ისმინოს გამგები კარგად გაიგებს ჩემი ცხოვრება წამია და წამიერად გაირბენს ....... (ჩემ ულამაზეს ცოლს ანუკის) ჩვენი სიყვარული აისია დილა ოქროს ფარდას ჩამოშლის ყველა გასაჭირი გზას გაჰყვება დარდსაც ზღვის ტალღები ამოშლის შენი სიყვარული გადამარჩენს ფერფლი ფენიქსივით აღვდგები შენ ხარ ჩემი სულის ანგელოზი და შენ სამოთხისკენ გაგყვები *** წუხელ ვებრძოდი მტერსა და დუშმანს ვიქნევდი მკლავს და მიტევდა ისიც და ამ ბრძოლაში რიჟრაჟმა დაჰკრა და ცისკრის სუსხმა გაყინა სისხლი მტერმა მოასწრო ნიშნის დადება არც მე ვყოფილვარ ჯაბანი ოღონდ მკლავი გავშალე, სისხლი წვეთავდა მუჭში მეჭირა მოკლული კოღო. ზემოთ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი