ალი ცეცხლისა მარადიული
ოქროს ტაძართა მზისებრ ნათება, ღმერთთა სახენი წმინდა-ღვთიური, და მზის ტაძრიდან ვერას გაქრება, ალი ცეცხლისა მარადიული. და სიმღერანი წინაპართანი, ოდეს თქმულიყო ქართველთა შორის, ლეგენდა სისხლით ნათქვამი, მხნეობისა და მამაცობის. ახლა აღარ არს ტაძარი ძველი, ოდეს გასულა რამდენი ხანი, თუმცა ჩვენს გულში კვლავაც ანთია, წინაპართ სიწმინდის უშრეტი ალი. ჯერ არ მომკვდარა - კვლავ ცოცხალია, კვლავ დაიკვრება წარმართთა ქნარი, ჯერაც ანთია, თუმცა მკრთალია, მარადიული ის ცეცხლის ალი. და შენს გარეშე წყვდიადი ბნელი, ათასი წელია ედება ამ არე-მარეს, და უკუღმართთა ცრუ ქადაგებით, ო, არმაზ, სძინავს მშობლიურ მხარეს, ნუთუ ვარჩინოთ გოდება-სისხლი, რაც თქვენმა შვილებმა უწინ ნახეს? ნუთუ უფანტავია ეს შავი ნისლი, ნუთუ ვერ ვნახავთ შენს მრისხანე სახეს? სიცოცხლეს ედება ჩალის ფასი, თუ მათ ვახარეთ ეს გამარჯვება, თუ შევარჩინეთ წინაპართ სისხლი, ეს ჩვენი მოდგმა ვერ გადარჩება. თუმც უშრეტია ანკარა წყარო, კვლავაც დარეკავს იაჴსრის ზარი, კვლავ აინთება მზის დიდ ტაძარში, მარადიული სიწმინდის ალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი