ქართველნო (2024)
ქართველნო დაე აღვმართოთ ცისფერი ყანწი, კვლავ, ქართველებო! მტრითა გაწვრთნილნი ვასალები გვაჭრიან ხელებს! მაშ უკუნისად მიეტევოთ წითელ ჯარისკაცთ, ქართულ მიწაში სულიწმინდით მტანჯველი სარგო! საქართველოში დარაზმულად ევსევთა ხროვა, ერთი მიწისძვრით როდი იყო გვიხეთქდა მიწას! ასწლეულიდან ხელმეორედ შეთხზული ბოდვა, ორჯონიკიძის ულვაშებიდან საღდება ომად! ბაბუთა მიერ გამოყვანილი ქართული ყველი, ვირთხად მოსული ბებერი ლეშის ტარაკნებს უნდათ! “სტაბილურობა და ღირსება, მშვიდობა ერსა!” როდესაც გრიზლმა თათები ახლა თბილისს დაამხო! “ომი მე არ მსურს” წუწუნებენ ვითომ ქართველნი დათვის “ლაპები” ვითომ ევროპის ტყვიისგან გვიცავს! “და ომი გინდათ?!” კაკანებენ რუსის ქათმები ვითომღა ორჯერ არ გამოგვისვა რუსმა კლანჭები! ჰორიზონტს მიღმა თურმე ქართველი რომ არს გასული, ხელისუფლების წყაროა ხალხი - იმას არ ესმის! ვახტანგის ქალაქს შემოგარენში რომ ჰყვა ქართველნი, თურმე იმათაც გადუწყვეტიათ ვირთხა გვირგვინში! ზღაპრის ბოლოში კეთილდღეობას რაღას დაეძებთ?! მეზღაპრეობით გამოხეთქიათ რუსებს სტომაქი! სამარის ხრეშში დაბინდებული შემოქმედება, კვლავ მოღალატე მემატიანეთ კალამს ურჩება! ცისფერი ყანწი კვლავ აღმართეთ, დაე ქართველნო! ქართული დროშა დაგვეცლება ღვინოდ სისხლისგან! როს ცენტრის ჯვარი გათეთრდება როგორც წარსული, მაშ ოთხეული გაგვახსენებს, რომ - ქართველნი ვართ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი